1. სანავსადგურე ერთეული სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურში“ შემსვლელი გემის მაქსიმალური დასაშვები ზომებია: სიგრძე 240 (ორას ორმოცი) მეტრი, სიგანე 35 (ოცდათხუთმეტი) მეტრი და წყალშიგი 12.0 მეტრი. მონაცემები სანავსადგურე ერთეული სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ ნავმისადგომების შესახებ მოცემულია ამ „წესების“ დანართ №18-ში.

2. იმ სარკინიგზო, საავტომობილო და სამგზავრო ბორანის, რომელიც აღჭურვილია ორი მთავარი ძრავით და შესაბამისად ორი სანიჩბავი ხრახნით, ასევე ცხვირის მისაბჯენი მოწყობილობით, სანავსადგურე ერთეული სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურში“ შესვლა/გასვლა და მიბმა დასაშვებია დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში, გემის მაქსიმალური სიგრძით 195 (ას ოთხმოცდათხუთმეტი) მეტრი და მაქსიმალური წყალშიგით 8,5 მეტრი, კარგ ჰიდრომეტეოროლოგიურ პირობებში და გემის კაპიტნის თანხმობის შემთხვევაში, მხოლოდ №2 სარკინიგზო-საბორნე ნავმისადგომთან.

3. იმ კონტეინერმზიდი გემის, რომელიც აღჭურვილია მისადგომი/მისაბჯენი მოწყობილობით, სანავსადგურე ერთეული სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურში“ შესვლა/გასვლა და მიბმა დასაშვებია, მხოლოდ №14 საკონტეინერო ნავმისადგომთან, დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში, გემის მაქსიმალური სიგრძით 190 (ას ოთხმოცდაათი) მეტრი და მაქსიმალური წყალშიგით 8,5 (რვა-ნახევარი) მეტრი, თუ ქარის სიმძლავრე არ აღემატება 10-12 მ/წმ-ს, გემის კაპიტნის თანხმობის შემთხვევაშ