1. სუფსის ნავსადგურის აკვატორიაში თევზსაჭერი, მცირეტონაჟიანი და ზომამცირე გემების შესვლა ხორციელდება ნებისმიერ მიმართულებიდან, ამასთან, უსაფრთხო ნაოსნობის ზონაში SPM-დან 500 (ხუთასი) მეტრი რადიუსში გემების შესვლა აკრძალულია, ხოლო წყალქვეშა მილსადენის გასწვრივ, მილსადენის ღერძიდან თითოეულ მხარეს 250 მეტრიან ზონაში (ფსკერიდან წყლის ზედაპირამდე) თევზსაჭერი, მცირეტონაჟიანი და ზომამცირე გემების გადაკვეთა ნებადართულია მხოლოდ სანაპირო დაცვის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში.

2. სუფსის ნავსადგურში ტანკერის შესვლის, ღუზაზე დგომის (მათ შორის, SPM-თან), მისაბმელი ოპერაციების განხორციელების ან ნავსადგურიდან გასვლის შემთხვევაში, ნაოსნობა დროებით იზღუდება/იკრძალება საზღვაო ნავსადგურის კაპიტნის მიერ სუფსის ტერმინალიდან მიღებული ინფორმაციისა და დროის ფარგლებში:

სუფსა (S UP S A)

1. φ=42003.202'N

2. φ=42003.202'N

3. φ=42000.502'N

4. φ=42000.502'N

λ=41043.800'E

λ=41040.000'E

λ=41042.200'E

λ=41045.600'E

აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე ეცნობება სანაპირო დაცვის დეპარტამენტს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ გემი არ დგას SPM-თან და არ მიმდინარეობს სატვირთო ოპერაციები, დასაშვებია (01 მაისიდან – 01 ნოემბრამდე) 100 საერთო ტევადობა და მასზე ნაკლები (გასართობი, სასეირნო, ტურისტული, სპორტული და სხვა მიზნებისთვის) მცურავი საშუალების გადაადგილება შემდეგ კოორდინატებში:

ა) φ=42003.202’ №; λ =041043.55’ E;

ბ) φ=42003.202’ №; λ=041043.0’ E;

გ) φ =42002.0’ №; λ=041043.5’ E;

დ) φ=42002.0’ №; λ=041044.34’ E.

4. სუფსის ნავსადგურში ტანკერის შესვლის, ღუზაზე დგომის, ნავსადგურიდან გასვლის შემთხვევაში, დასაშვებია შესაბამისი ნებართვის მქონე სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი პირის საკუთრებაში არსებული მცურავი საშუალებების გადაადგილება შემდეგ კოორდინატებში:

ა) φ= 42° 01.150'N; λ=041° 45.200'E

ბ) φ= 42° 01.060'N; λ=041° 44.750'E

გ) φ= 42° 00.70'N ; λ=041° 44.770'E

დ) φ=42° 00.700'N ; λ=041° 45.300'E

5. გემის SPM-თან დგომის დროს, დასაშვებია შესაბამისი ნებართვის მქონე სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ ტექნიკური სამუშაოების წარმოება, საჭიროების შემთხვევაში, თუ ინფორმაცია სამუშაოების დაწყებამდე შეთანხმებულია ნავსადგურის კაპიტანსა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან.

6. SPM-თან რაიმე სახის ოპერაცია დასაშვებია, მხოლოდ ავარიულ და გადაუდებელ სიტუაციაში ან საღუზე რაიონთან მდგომ გემზე ეკიპაჟის შეცვლის მიზნით, მარაგების შევსების მიზნით ან სხვა ობიექტური მიზეზებით. მცურავი საშულების მიახლოება დასაშვებია ნავსადგურის კაპიტანთან და სანაპირო დაცვასთან სამსახურთან შეთანხმები