1. სუფსის ნავსადგურს და ტერმინალს არა აქვს ბალასტის მისაღები ან განთავსების მოწყობილობები, რის გამოც სუფსის ნავსადგურში დასატვირთად დაიშვება მხოლოდ სეგრეგირებული ბალასტის მქონე ტანკერი.
2. შემოსულ გემებს, რომელთა ბალასტიც ზღვაში გადასაქაჩად ვარგისი არ არის, უარი განეცხადებათ დატვირთვაზე ან, სუფსის ტერმინალის სანაპიროს ობიექტის მენეჯერის შეხედულებისამებრ, მოეთხოვებათ ბალასტის აღნიშნული ნაწილის ბორტზე შენარჩუნება.
3. გემი, რომელიც ბორტის გარეთ გადაქაჩავს დაბინძურებულ ბალასტს, დაბინძურების საწინააღმდეგო საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობების რეგულირების სფეროში ხვდება.
4. ლოცმანი – ჩატვირთვების ხელმძღვანელები არ ამოწმებენ სატვირთო ტანკებს დატვირთვის წინ და არ აწერენ ხელს სერტიფიკატებს, რომლებიც მათ სიცარიელებს ან დატვირთვისათვის ვარგისიანობას ადასტურებს.
5. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აუცილებელია მთელი საბალასტო წყლებიდან ნიმუშების აღება ნახშირწყალბადების, აგრეთვე მავნე ჰიდრობიონტებისა და პათოგენების აღმოჩენის მიზნით. შესაბამისად, გემებმა საბალასტო ოპერაციები IMO-ს საბალასტო წყლის მართვისა და კონტროლის სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით უნდა მართონ, რაც პოტენციური დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს.
ყულევის ნავსადგუ