1. ყულევის ნავსადგურის აკვატორია მოიცავს მის საზღვრებში მდინარე ხობის შიდა სამდინარო აკვატორიას, მდინარე ცივის შიდა სამდინარო აკვატორიას და შესასვლელ არხს შემობრუნებად აუზით.

2. მდინარე ხობის შიდა სამდინარო აკვატორია სათავეს იღებს ყულევის ნავსადგურის შესასვლელში (მდინარე ხობის შესართავი) და შემოსაზღვრულია:

ა) ჩრდილოეთიდან – მდინარე ხობის მარჯვენა ნაპირით;

ბ) სამხრეთიდან – ნავმისადგომებით.

3. მდინარე ხობის შიდა სამდინარო აკვატორია და ყულევის ნავსადგურის აღმოსავლეთით საზღვარს წარმოადგენს კვეთის ხაზი, რომელიც აერთებს მდინარე ცივის შესართავის მარჯვენა ნაპირს მდინარე ხობის ჩრდილოეთ ნაპირთან.

4. მდინარე ცივის შიდა სამდინარეო აკვატორია მოიცავს მდინარე ცივის აკვატორიის შესართავიდან მდინარე ცივის საწინაამდეგო დინებას, მდინარე ცივზე გადასასვლელ საავტომობილო ხიდამდე.

5. შესასვლელი არხი შემობრუნებად აუზით იწყება ყულევის ნავსადგურის მისასვლელი ტივტივათი შემდეგ კოორდინატებში: φ = 42°17'30“N; λ= 41°35'47,19“E და მთავრდება ყულევის ნავსადგურის შესასვლელით (მდინარე ხობის შესართავი).

6. შესასვლელი არხის სიგრძე შეადგენს 2,4 მილს, საპროექტო სიგანე – 210 მეტრს, საპროექტო სიღრმე – 18 (თვრამეტი) მეტრს, ღერძის მიმართულება – 119,9 – 299,9 გრადუსს, შემობრუნებადი აუზის დიამეტრი – 500 (ხუთასი) მეტრს.

7. შესასვლელი არხის ფაქტობრივ სიგანეს, აგრეთვე შესასვლელი არხის და ნავმისადგომის ფაქტობრივ სიღრმეს აწესებს ყულევის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური, სანავსადგურე ერთეული შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ წერილობითი განაცხადისა და შესაბამისი აზომვითი სამუშაოების ჩატარების დამადასტურებელი საბუთების საფუძველზ