1. 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ტონა წყალწყვის გემის საზაფხულო მარკის მიხედვით და მეტი მოცულობის ტანკერი იღებს 4 (ოთხი) ბუქსირს. კარგი ამინდის და კარგი ნავიგაციური პირობების შემთხვევაში, ნავსადგურის კაპიტნის თანხმობით, ტანკერის შემოყვანა შესაძლებელია განხორციელდეს 3 (სამი) ბუქსირით, თუ თითოეული ბუქსირის სიმძლავრე შეადგენს არანაკლებ 3500 ც/ძ-ს. 30 000 (ოცდაათი ათასი) ტონიდან – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ტონამდე წყალწვის მოცულობის – 3 (სამი) ბუქსირს, თუ გემს გააჩნია ცხვირის სამართავი მოწყობილობა (bow thruster) ამ შემთხვევაში ნავსადგურის კაპიტანთან და ლოცმანთან შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს 2 (ორი) ბუქსირი. 30 000 (ოცდაათი ათასი) ტონაზე ნაკლები წყალწვის გემის შემოსაყვანად გამოიყენება 2 (ორი) ბუქსირი.
2. შემობრუნებად აუზზე ტანკერი აჩერებს თავის მოძრაობას, ბრუნდება ბუქსირების დახმარებით თავისი მთავარი ძრავის დახმარების გარეშე, მაგრამ მთავარი ძრავი აქვთ მუდმივ მზადყოფნაში რევერსისათვის საჭიროების შემთხვევაში.
3. ბუქსირების დახმარებით შემობრუნების შემდეგ, ტანკერი ბუქსირდება ნავმისადგომთან, №1 ნავმისადგომისაკენ დაახლოებით 830 (რვაას ოცდაათი) მეტრის დაშორებით ან №2 ნავმისადგომთან დაახლოებით 1200 (ათას ორასი) მეტრის დაშორებით.
4. გემი, რომლის სიგრძე არ აღემატება 150 (ას ორმოცდაათ) მეტრს და მისი წყალშიგი ქიმზე 3.5 (სამი მეტრი და 50 სანტიმეტრი) მეტრს, კარგ ნავიგაციურ პირობებში ლოცმანისა და გემის კაპიტნის გადაწყვეტილებით, ნავსადგურის კაპიტანთან შეთანხმებით, შესაძლებელია შემობრუნდეს მდინარეში №1 ნავმისადგომის გასწვრივ. ნავსადგურში შემობრუნებისათვის გემის მაქსიმალურ დასაშვებ სიგრძეს ადგენს ნავსადგურის კაპიტანი, არსებული სიღრმეების გათვალისწინებით.
სოხუმის ნავსადგუ