1. სანავსადგურე ერთეული შპს „შავი ზღვის ტერმინალში“გემის შესვლა/გასვლა ხორციელდება მხოლოდ დღის ნათელ პერიოდში, კარგი ამინდის პირობებში (ქარი აღმოსავლეთის მიმართულების 15 (თხუთმეტი) მ/წმ-მდე (ბოფორტის შკალით 7 ბალი), ტალღა დუგლასის შკალით 4 (ოთხი) ბალამდე. სხვა მიმართულების ქარის და ტალღის შემთხვევაში ნავსადგურის კაპიტანი და სალოცმანო სამსახური კარგი საზღვაო პრაქტიკიდან გამომდინარე კონკრეტულ ნავიგაციურ პირობებში, იღებს გადაწყვეტილებას გემის შემოყვანაზე ან გაყვანაზე. შესასვლელ არხში გემის უსაფრთხო მოძრაობისა და მანევრირების უზრუნველსაყოფად, შექმნილია შემობრუნებადი აუზი 500 (ხუთასი) მეტრის დიამეტრით, რომლის ცენტრი განლაგებულია φ = 42°16,73'N; λ = 41°37,36'E, არსებულ სიღრმეებზე – 12 (თორმეტი) მეტრი №1 ნავმისადგომიდან 830 (რვაას ოცდაათი) მეტრში.
2. სანავსადგურე ერთეული შპს „შავი ზღვის ტერმინალში“ გემის შესვლა/გასვლა ხორციელდება სანავსადგურო ბუქსირების დახმარებით, არაუმეტეს ერთი გემისა არხზე, სავალდებულო სალოცმანო გაცილებით (გარდა ამ „წესების“ მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და „გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის“ კონტროლით.
3. სანავსადგურე ერთეული შპს „შავი ზღვის ტერმინალში“ სატვირთო ოპერაციების მიმდინარეობისას, ნებისმიერი თვითმავალი და არათვითმავალი მცურავი საშუალების გადაადგილება ნავსადგურის აკვატორიაში, გემის მანევრირება ნებადართულია მხოლოდ ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხეველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსის მიერ. სატვირთო ოპერაციებისას ნებისმიერი მცურავი საშუალების გადაადგილების შემთხვევაში დაცული უნდა იყოს უსაფრთხო მანძილი მცურავ საშუალებასა და ნავთობმზიდ შორის. ასეთ შემთხვევაში ყურადღება უნდა გამახვილდეს აღნიშნულ ოპერაციებში ბუქსირების ჩართულობაზ