1. ყულევის ნავსადგურის შესასვლელი მდებარეობს მდინარე ხობის შესართავთან 7,6 მილში, ანაკლიის კონცხის სამხრეთ სამხრეთ-დასავლეთით (SSE).
2. მდინარე ხობის შესართავის რაიონში ნაპირი არის დაბალი, ქვიშიანი. მდინარე ხობის შესართავი ადვილად ამოსაცნობია ჩაძირული გემების ჯგუფით, რომლებიც იცავენ სამხრეთ-დასავლეთით (SW) ღელვისაგან და ლივლივისაგან. მდინარე ხობის მარცხენა სანაპიროზე განლაგებულია ნავთობტერმინალის საინჟირნო ნაგებობები.
3. მდინარე ხობის შესართავის მახლობლად ნაპირის გასწვრის განლაგებულია სოფელი ყულევი.
4. სამხრეთ-დასავლეთით (SW) მდინარე ხობის შესართავი არ არის დაცული ღელვისა და ლივლივისაგან. დუგლასის შკალით 5 (ხუთი) ბალზე მეტი ტალღების დროს წარმოიქმნება ტალღათხეთქება, რაც აუცილებლად არის გასათვალისწინებელი გემების შესვლა/გასვლის დროს.
5. მდინარე ხობის შესართავის რაიონის სიღრმეები თანდათან იზრდება ნაპირიდან დაშორებისას ზღვის მიმართულებით. 10-მეტრიანი იზობატა გადის ნაპირიდან 0.8-1 საზღვაო მილის, 20 (ოცი) მეტრიანი – 1,6 საზღვაო მილის, 30-მეტრიანი – 2,1 საზღვაო მილის მოშორებით.
6. ყულევის ნავსადგურის რაიონში ნაოსნობის განხორციელებისას აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ სიღრმეები განიცდის ცვლილებებს წყალსადინარების გადაადგილების შედეგად მდინარეების ენგურის, ხობისა, რიონის და მუდმივი დინების არსებობით სამხრეთიდან (S) ჩრდილოეთის (N) მიმართულებით, 0,4 – 0,6 კვანძის სიჩქარით. ნავსადგურის აკვატორიის სიღრმეების შემოწმება სანავსადგურე ერთეული შპს „ყულევის შავი ზღვის ტერმინალის“ ადმინისტრაციის მიერ ხორციელდება თვეში ორჯერ და დამატებით შტორმული ამინდის ან წყალდიდობის შემდეგ.
7. ნავსადგურის აკვატორიასა და მის მისასვლელებთან აკრძალულია გემების სატრანზიტო მოძრაობა, გარდა ადგილობრივი (ყულევის ნავსადგურში მიწერილი) თევზსაჭერი, მცირეტონაჟიანი და სხვა ზომამცირე გემებისა.
8. ყულევის ნავსადგურში შემოსულ გემებს უნდა გააჩნდეთ წყალშიგი, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო მანევრირებასა და მისაბმელ ოპერაციებს. უსაფრთხო სანავიგაციო სიღრმის მარაგი 40 000 ტონამდე დედვეიტიანი გემისათვის უნდა იყოს არანაკლებ 0.50 მეტრი, ხოლო 40 000 ტონაზე მეტი – 1.0 მეტრი.
9. ყულევის ნავსადგურის მისასვლელებზე ღუზაზე დადგომისას და მოხსნისას ყველა გემმა უნდა დაიცვას სიფრთხილე, იხელმძღანელოს ლოციებით, COLREG -72-ით, ამ წესებითა და „კარგი საზღვაო პრაქტიკით.“
10. ყულევის ნავსადგურში შესული ყველა გემის კაპიტანს უნდა ჰქონდეს ეს წესები და სანავსადგურე ერთეული შპს „ყულევის შავი ზღვის ტერმინალის“ წესები.
11. ყულევის ნავსადგურში გემის უსაფრთხო მაქსიმალური სიჩქარეა 5 (ხუთი) კვანძ