1. ყულევის ნავსადგურში საზღვაო ლოცმანი გემბანზე ადის ქარზურგა ბორტის მხრიდან შემდეგ წერტილში φ = 42°17'30“N; λ = 41°35'47,19“E, მიმღებ ტივტივასთან.
2. გემის კაპიტანმა და საზღვაო ლოცმანმა მუდმივად უნდა აკონტროლონ და გაითვალისწინონ მდინარის დინება და ამინდის პირობები.
3. გემის მთავარი ძრავი უნდა იყოს მზადყოფნაში რევერსებისთვის, ხოლო ღუზები – უკუქცევისთვის (ჩაშვებისათვის).
4. გემი ნავმისადგომთან დგება ქიმით (ცხვირით) გასასვლელისაკენ. პირველად მიეწოდება კიჩოსა/ქიმის შპრინგები და შემდეგ დანარჩენი ბაგირებ