1. საქართველოს პასუხისმგებლობის ზონაში ნაოსნობის რეჟიმი ხორციელდება რეკომენდებული მარშრუტებით, რომელიც მითითებულია რუკებზე, ლოციებში, ამ დებულებაში შემდეგი პრინციპებით:
ა) გემები ნაოსნობას ახორციელებენ რეკომენდებული მარშრუტებით ნავსადგურების განსაკუთრებული სიფრთხილის ნაოსნობის რაიონამდე;
ბ) ნავსადგურების განსაკუთრებული სიფრთხილით ნაოსნობის რაიონებში ნაოსნობა ხორციელდება განსაკუთრებული სიფრთხილით და ყველა გემი მოძრაობის დროს ყოველთვის უნდა იკავებდეს მოძრაობის მარჯვენა მხარეს.
2. თევზჭერისა და მცირეტონაჟიანი გემები მუდმივად უნდა იმყოფებოდნენ განსაკუთრებული სიფრთხილის რაიონში მყოფი გემების მოშორებით.
3. განსაკუთრებული სიფრთხილის რაიონებში აკრძალულია გემების მოძრაობის გაჩერება, ღუზაზე დგომა, თევზჭერა, ზონის გადაკვეთა, აგრეთვე სხვა სახის სამუშაოების შესრულება. გადაკვეთა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და მხოლოდ მართი კუთხით