1. ნაოსნობის რეჟიმი – რეჟიმი, რომელიც ადგენს გემების ნაოსნობის წესებს, ნაოსნობისათვის განსაზღვრულ რეკომენდებულ მარშრუტებს, აგრეთვე განსაკუთრებული სიფრთხილისა და სპეციალურ საზღვაო რაიონებს.
2. მოძრაობის გამყოფი ხაზი – ხაზი, რომელიც ჰყოფს ურთიერთსაწინააღმდეგო ან თითქმის ურთიერთსაწინააღმდეგო მოძრაობის მიმართულებებს. გემი უნდა მოძრაობდეს მარჯვენა მხარეს და არ გადაკვეთოს ხაზი. ხაზის გადაკვეთა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და გადაკვეთა უნდა ხორციელდებოდეს მართი კუთხით.
3. ნაოსნობის განსაკუთრებული სიფრთხილის რაიონი – ნიშნავს რაიონს, რომელიც დგინდება გემების შეჯახების თავიდან აცილების მიზნით ინტენსიური ნაოსნობის ადგილებში და შედგება მოძრაობის გამყოფი ზონისაგან და წრიული მოძრაობის რაიონისაგან, ამ რაიონებში ყველა გემი უნდა იცავდეს განსაკუთრებულ სიფრთხილეს და უნდა ხელმძღვანელობდეს ზღვაზე გემების შეჯახების თავიდან აცილების საერთაშორისო წესების მე10 მუხლის შესაბამისად. გემების მოძრაობის გაჩერება, ღუზაზე დგომა, თევზჭერა და ზონის გადაკვეთა აკრძალულია.
4. წრიული მოძრაობის რაიონი – რაიონი, რომელიც მოიცავს გარკვეული საზღვრების ფარგლებში მოძრაობის წრიულ ზოლში მოძრაობის გამყოფ წრიულ წერტილს ან ზონას. წრიული მოძრაობის რაიონში ნაოსნობა ხორციელდება საათის ისრის საწინააღმდეგოდ მოძრაობის გამყოფი წრიული წერტილის ან ზონის ირგვლივ.
5. მოძრაობის გამყოფი ზონა – ზონა, რომელიც ჰყოფს მოძრაობის ურთიერთსაწინააღმდეგო ან თითქმის ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებებს, სადაც გემები მოძრაობენ მარჯვენა მხარით საერთაშორისო წესების (COLREG 72) გემების შეჯახების თავიდან აცილების მე10 მუხლის შესაბამისად. გემების მოძრაობის გაჩერება, ღუზაზე დგომა, თევზჭერა და ზონის გადაკვეთება აკრძალულია.
6. რეკომენდებული მარშრუტი – სპეციალურად გამოკვლეული ზოგადი მარშრუტი, რომელიც შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად იცავს გემს საფრთხისაგან.
7. ორმხრივი რეკომენდებული მარშრუტი – გარკვეული საზღვრებით განსაზღვრული მარშრუტი, რომლის მიხედვითაც დადგენილია უსაფრთხო ორმხრივი მოძრაობა გემების შეჯახებისაგან თავის აცილების უზრუნველსაყოფად.
8. ყოფილი ნაღმსაშიში რაიონი – ზღვის აკვატორია, სადაც არსებობდა ნაღმის ველები და შემდეგ წარმოებდა ტრალვა. ნაღმებისა და სხვა ფეთქებადი ნივთიერებების შესაძლო არსებობის გამო ამ რაიონებში აკრძალულია ღუზაზე დგომა, თევზჭერის წარმოება ფსკერული თევზჭერის აღჭურვილობით, აგრეთვე ზღვის ფსკერზე სხვა სახის სამუშაოების შესრულება. ნაოსნობა ამ რაიონებში ხორციელდება მაქსიმალური სიფრთხილითა და გონიერებით.
9. ჩაძირული ფეთქებადი ნივთიერებების რაიონი – ზღვის აკვატორიის რაიონი, სადაც ჩაძირულია ფეთქებადი ნივთიერებები. ამ რაიონებში აკრძალულია ღუზაზე დგომა, თევზჭერის წარმოება ფსკერული თევზჭერის აღჭურვილობით, აგრეთვე ზღვის ფსკერზე სხვა სახის სამუშაოების შესრულება. ნაოსნობა ამ რაიონებში ხორციელდება მაქსიმალური სიფრთხილითა და გონიერებით.
10. ნაოსნობისათვის აკრძალული საზღვაო რაიონები – ტერიტორიული ზღვისა და შიდა წყლების აკვატორია, რომელშიც სხვადასხვა მიზეზის გამო აკრძალულია გემებისა და სხვა მცურავი საშუალებების ნაოსნობა, გაჩერება, ღუზაზე დგომა, თევზჭერა და სხვ.
11. ნაოსნობისათვის დროებით აკრძალული საზღვაო რაიონები – ტერიტორიული ზღვის, შიდა წყლების და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ცალკეულ რაიონებად გამოყოფილი აკვატორია, რომლებშიც გარკვეული ვადით, გარკვეული მიზნებისათვის ან ღონისძიებების განსახორციელებლად დროებით იკრძალება ნაოსნობა.
12. საბრძოლო მომზადების რაიონი – ტერიტორიული ზღვის, შიდა წყლების და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ცალკეულ რაიონებად გამოყოფილი აკვატორია, რომლებშიც ტარდება საბრძოლო მომზადება. ამ რაიონებში ნაოსნობა იკრძალება მხოლოდ გარკვეული ვადით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 5 დღით ადრე გაკეთებული განცხადების საფუძველზე, რომელიც უნდა ცხადდებოდეს საბრძოლო მომზადების დაწყებამდე. ყველა გემმა და თვითმფრინავმა თავი უნდა აარიდოს ამ რაიონებში შესვლას, გადაკვეთას და გადაფრენას, არ უნდა შეაფერხოს იმ სამხედრო ხომალდების მოქმედებები, რომლებიც დაკავებული არიან საბრძოლო მომზადებით. განსაკუთრებული ყურადღებით ადევნონ თვალი სამხედრო გემების სასიგნალო ნიშნებს, რომლებიც დღისით ატარებენ წითელ დროშებს, ხოლო ღამით იყენებენ მკვეთრ წითელ ან ნარინჯისფერ პერიოდულ მოციმციმე ნათებას, აგრეთვე შეასრულონ მათი განკარგულებები.
13. სანავიგაციო აღჭურვილობის საშუალებები – ნიშნავს ინჟინერულ ნაგებობას, რომელიც აგებულია ნაპირზე (ხმელეთზე) ან ზღვაზე. მოიცავს შუქურებს, შუქნიშნებს, სარყეს, ტივტივებს (ბუი), კვეთს და სხვ., რომელთა დანიშნულებაა ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, შეიძლება აღჭურვილი იყოს რადიოლოკაციური ანარეკლით ან/და, შუქურით. ტექნიკური მაჩვენებლები და კოორდინატები ზუსტად არის აღნიშნული რუკებზე, ლოციებში, ამ დებულებასა და სხვა სპეციალურ სახელმძღვანელოებში. მათი გადაადგილება, ტექნიკური მაჩვენებელების შეცვლა აკრძალულია სსიპ „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურთან“
და საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტთან შეთანხმების გარეშე და მათი დაზიანება ისჯება მოქმედი კანონმდებლობით. საქართველოში მიღებულია საერთაშორისო შუქურას სამსახურების ასოციაციის მარცხენა წითელი (რეგიონი A) სისტემა
,,საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გემების მოძრაობის გამყოფი სქემების, საზღვაო დერეფნებისა და სპეციალური საზღვაო რაიონების დადგენის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ · რედაქცია 08.07.2013
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
თავი I — ზოგადი დებულებანი
მთავარი მონაცემები
- სასჯელი მოქმედი კანონმდებლობით
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
- მუხლი 3. პირობითი ნიშნები
- მუხლი 4. მოძრაობის ორგანიზაცია
- მუხლი 5. მდინარე ფსოუდან ფოთის ნავსადგურამდე რეკომენდებული ორმხრივი მოძრაობის მარშრუტი
- მუხლი 6. ევრო
- მუხლი 7. ჰუმანიტარული დერეფანი ფოთის ნავსადგურიდან სოხუმის ნავსადგურამდე
- მუხლი 8. მოძრაობის რეკომენდებული ორმხრივი მარშრუტი ფოთის ნავსადგურის რაიონიდან ყულევის მშენებარე ნავსადგურამდე
- მუხლი 9. ფოთის ნავსადგურის ნაოსნობის განსაკუთრებული სიფრთხილის რაიონი
- მუხლი 10. მოძრაობის ორმხრივი რეკომენდებული მარშრუტი ფოთის ნავსადგურიდან ბათუმის ნავსადგურამდე
- მუხლი 11. მოძრაობის რეკომენდებული ორმხრივი მარშრუტი ფოთის ნავსადგურიდან სუფსის ნავსადგურამდე
- მუხლი 12. სუფსის ნავსადგურის ნაოსნობის განსაკუთრებული სიფრთხილის რაიონი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გემების მოძრაობის გამყოფი სქემების, საზღვაო დერეფნებისა და სპეციალური საზღვაო რაიონების დადგენის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 2, №380, 21.06.2007, სარეგისტრაციო კოდი 310.020.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.07.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/100894/muxli-2/