1. 1982 წლის „საზღვაო სამართლის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის 22-ე მუხლის შესაბამისად ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საქართველოს პასუხისმგებლობის ზონაში დგინდება საზღვაო დერეფნები და მოძრაობის გამყოფი სქემები.
2. „საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გემების მოძრაობის გამყოფი სქემების, საზღვაო დერეფნებისა და სპეციალური საზღვაო რაიონების დადგენის შესახებ“ დებულება (შემდეგში – დებულება) შემუშავებულია „საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და ტერიტორიულ ზღვაში ადგენს ნაოსნობის წესებს.
3. მოცემული ნაოსნობისათვის დადგენილი საზღვაო დერეფნები და მოძრაობის გამყოფი სქემები განსაზღვრავს საქართველოს პასუხისმგებლობის ზონაში გემების ნაოსნობის რეჟიმს და ვრცელდება ყველა გემზე, რომელიც იმყოფება საქართველოს პასუხისმგებლობის ზონაში.
4. საქართველოს პასუხისმგებლობის ზონაში მცურავი გემები ვალდებული არიან ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს სახელმწიფო საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრს საქართველოს პასუხისმგებლობის ზონაში მოხსენებათა სისტემის (GEOREP) მოთხოვნების შესაბამისად, ცირკულარი IM0№ SN/circ. 230. 20.02.2003.

განედი N

გრძედი E

განედი N

გრძედი E

A

Φ =43023.00'N

λ =040
0
00.50'E

E

φ =42002.00'N

λ = 040
0
26.00'E

B

Φ =42
0
24.00'N

λ =038
0
41.00'E

F

φ =41057.00'N

λ =040
0
42.00'E

C

Φ =42020.15'N

λ =039
0
00.13'E

G

φ =41035.50'N

λ =041016.50'E

D

Φ =42008.00'N

λ =039050.50'E

H

φ =41031.00'N

λ =041033.00'E

5. საქართველოს ნავსადგურებსა და რეიდზე ნაოსნობა რეგულირდება „საზღვაო ნავსადგურების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის 2003 წლის 12 დეკემბრის №53 ბრძანების შესაბამისად.
6. ნაოსნობის რეჟიმის ცვლილებების შესახებ განაცხადი მეზღვაურებს გადაეცემა სანავიგაციო შეტყობინების მეშვეობით მოქმედი საერთაშორისო სისტემის რაიონში სანავიგაციო და მეტეოროლოგიური გაფრთხილების (NAVAREA) შესაბამისად.
7. ყველა გემი, რომელიც ახორციელებს ნაოსნობას საქართველოს პასუხისმგებლობის ზონაში ან დგას ღუზაზე, ვალდებულია შეასრულოს მოთხოვნები საერთაშორისო საზღვაო რადიოკავშირის წესების შესაბამისად.
8. ამ დებულებასა და მის თანდართულ სქემებზე აღნიშნული გეოგრაფიული კოორდინატები შესრულებულია WGS-1984 კოორდინატების სისტემის შესაბამისად.
9. ამ დებულებასა და მის თანდართულ სქემებზე აღნიშნული და დატანილი რაიონებისა და მოძრაობის მარშრუტების დასანომრად გამოიყენება საერთაშორისო საზღვაო პრაქტიკაში მიღებული ნუმერაცია შემდეგი სახით:
ა) ყოფილი ნაღმსაშიში რაიონები – 1 – 10;
ბ) ჩაძირული ფეთქებადი ნივთიერებების რაიონები – 11 – 20;
გ) ნაოსნობისათვის აკრძალული რაიონები – 21 – 30;
დ) ნაოსნობისათვის დროებით აკრძალული რაიონები – 31 – 40;
ე) ამოღებული გრუნტის საყრელი რაიონები – 41 – 50;
ვ) საბრძოლო მომზადების რაიონები – GG 001 – GG 009;
ზ) მოძრაობის რეკომენდებული ორმხრივი მარშრუტები საქართველოს ნავსადგურების მისასვლელებთან (თავისი მისასვლელი წერტილებით – G 01 და G 05) – 1 – 10;
თ) მოძრაობის რეკომენდებული ორმხრივი მარშრუტები საქართველოს ნავსადგურებს შორის – 01 – 09.
10. ამ დებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გემის კაპიტნებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად