1. ზომამცირე გემებით სარგებლობის წესი განსაზღვრავს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში ზომამცირე გემების გამოყენების პირობებს.

2. აკრძალულია ზომამცირე გემების გამოყენება:

ა) გემის სარეგისტრაციო მოწმობის გარეშე;

ბ) ტექნიკური ვარგისიანობის მოწმობის გარეშე;

გ) მგზავრთა მაქსიმალური რაოდენობისა და ტვირთამწეობის დადგენილი ნორმების დაცვის გარეშე;

დ) ძრავის მაქსიმალური სიმძლავრის და რაოდენობის, აფრების დაშვებული ფართობის დადგენილი პირობების დარღვევით;

ე) აუცილებელი სამაშველო, სახანძრო, სასიგნალო, სანავიგაციო, კავშირგაბმულობისა  და სხვა საშუალებებით აღჭურვილობის გარეშ