1. ბაზირების პუნქტი შეიძლება მოეწყოს პლაჟზე, როგორც მარტივი ტიპის მსუბუქი კონსტრუქციის ნავსადგომი, მათ შორის, ზომამცირე გემების გამქირავებელი პუნქტის სახით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში და წესით.
2. ბაზირების პუნქტის პლაჟზე მოწყობის დროს მასზე არ ვრცელდება ამ წესების მე-3 მუხლის პირველი-მე-8 პუნქტებითა და მე-4 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.
3. რეკრეაციულ (პლაჟებისა და ბანაობის) ადგილებში ზომამცირე გემების გასაქირავებელი პუნქტი აღჭურვილი უნდა იყოს სამაშველო ინვენტარით (სამაშველო რგოლი, ჟილეტი, თოკი) და უნდა ჰყავდეს წყალზე უსაფრთხო ნაოსნობის ინსტრუქტორი.
4. ძრავიანი და იალქნიანი ზომამცირე გემების პლაჟების ნაპირიდან გასვლა-შემოსვლა უნდა წარმოებდეს მხოლოდ სპეციალური ტივტივებით შემოღობილი დერეფნებიდან, რომელთა სიგრძე ნაპირიდან არანაკლებ 100 მეტრია, ხოლო სიგანე არანაკლებ - 25 მეტრი. მათი შემდგომი ნაოსნობა ხორციელდება ნაპირის გასწვრივ 100 მეტრის დაშორებით.