1. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმი (შემდგომში - სასაზღვრო რეჟიმი) მოიცავს:
ა) ზომამცირე გემების ბაზირების პუნქტების მოწყობის, საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში ზომამცირე გემებით სარგებლობისა და ცურვის წესებს;
ბ) საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სამეურნეო, სარეწი, საძიებო და სხვა საქმიანობის განხორციელების წესებს.
2. ეს წესები ვრცელდება:
ა) საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში, გარდა საქართველოს ნავსადგურების აკვატორიის ტერიტორიისა, მცურავ (მყოფ) ზომამცირე გემებზე, განურჩევლად გემის დროშის სახელმწიფოსა და კუთვნილების ფორმისა;
ბ) ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც იმყოფებიან, ცურავენ ან ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში, აგრეთვე ზომამცირე გემების ბაზირების პუნქტების მფლობელებზ