2. საქართველოს სასაზღვრო წარმომადგენელს - სასაზღვრო კომისარს უფლება აქვს შესაბამის სახელმწიფოსთან დადებული სამთავრობო შეთანხმების საფუძველზე სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად გადაკვეთოს სახელმწიფო საზღვარი.

3. საქართველოს სასაზღვრო წარმომადგენელი - სასაზღვრო კომისარი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად აფორმებს თავის აპარატში შემავალი თანამშრომლების ერთჯერად მოწმობებს მათ მიერ სახელმწიფო საზღვარზე მასთან ერთად გადასვლის და გადმოსვლის შესახებ.

4. სასაზღვრო წარმომადგენლის - სასაზღვრო კომისრის დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ