ამ წესების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ზომამცირე გემი:
ა.ა) თვითმავალი გემი 100 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობით;
ა.ბ) არათვითმავალი აფრიანი გემი 100 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობით, აგრეთვე სხვა არათვითმავალი გემი (ნიჩბიანი ნავი 100 კილოგრამი ან მეტი ტვირთამწეობით, ბაიდარი 150 კილოგრამისა და მეტი ტვირთამწეობით, გასაბერი ნავი, რომლის ტვირთამწეობაა 225 კილოგრამი ან მეტი);
ბ) ზომამცირე გემების ბაზირების პუნქტი (შემდგომში - ბაზირების პუნქტი) - ზომამცირე გემებისათვის განკუთვნილი ნავმისადგომი, რომელიც განთავსებულია საზღვაო ნავსადგურების ფარგლებს გარეთ, შედგება მისთვის განსაზღვრული აკვატორიისაგან, სახმელეთო ტერიტორიისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობებისაგან.