1. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში ზომამცირე გემების ცურვის პირობები განისაზღვრება ამ წესით.

2. აკრძალულია:

ა) ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების მდგომარეობაში ზომამცირე გემის მართვა;

ბ) ზომამცირე გემის სამართავად გადაცემა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების მდგომარეობაში მყოფი პირისათვის;

გ) მცურავი საშუალებების სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე პირისათვის, თუ მართვის უფლების აუცილებლობა დადგენილია კანონმდებლობით;

დ) ძრავის მქონე ზომამცირე გემების ნაოსნობა ბაზირების პუნქტების აკვატორიაში 6 კვანძზე (11 კმ/სთ-ზე) მეტი სიჩქარით;

ე) ზომამცირე გემებით მოძრაობა ნისლში ან სხვა ისეთ არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში, როცა შეზღუდული ხილვადობის გამო შეუძლებელია ორიენტირება;

ვ) სხვა გემებისათვის ნაოსნობის შეფერხება;

ზ) ნაპირიდან და ბაზირების პუნქტიდან დაშორების დადგენილი მაქსიმალური მანძილის უგულებელყოფა;

თ) ბუქსირების მიზნით სატრანსპორტო, ტექნიკურ და დამხმარე გემებზე მიბმა, მათი კურსის გადაჭრა ან მათ ახლოს მოძრაობა;

ი) აფრის ან ძრავის დაყენება ზომამცირე გემებზე, თუ ეს არ არის გემის სარეგისტრაციო და ტექნიკური ვარგისიანობის მოწმობებით გათვალისწინებული;

კ) ზღვაში გასვლა დღე-ღამის ბნელ დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს გათვალისწინებულია სარეგისტრაციო და ტექნიკური ვარგისიანობის მოწმობებით;

ლ) მოტივტივე სანავიგაციო ნიშნებთან ან უსაფრთხოების ზონებში არსებულ ობიექტებთან მისვლა და ზომამცირე გემის მათზე მიბმა;

მ) ზომამცირე გემიდან ნავთობპროდუქტების ჩაღვრა, მავნე ნივთიერებებისა და დამაბინძურებელი ნარჩენების, აგრეთვე მასალების ჩაყრა ან ჩამარხვა;

ნ) ნაოსნობის განსაკუთრებული სიფრთხილის რაიონებში გაჩერება, დგომა და თევზჭერა;

ო) მოძრაობის დროს ერთი ზომამცირე გემიდან მეორეზე გადასხდომა;

პ) საქართველოს შიდა საზღვაო წყლებისა და ტერიტორიული ზღვის დროებით შეზღუდულ ან აკრძალულ რაიონებსა და აკვატორიაში ცურვა;

ჟ) ორი ან მეტი კიდული ძრავის გამოყენება, თუ ეს არ არის გემის სარეგისტრაციო და ტექნიკური ვარგისიანობის მოწმობებით გათვალისწინებული;

რ) თვითმავალი ან იალქნიანი ზომამცირე გემით პლაჟისა და სხვა საბანაო/საცურაო აკვატორიაში შესვლა და მანევრირება, გარდა ამ წესების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ს) სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან შეტყობინებისა და შეთანხმების გარეშე სხვა გემებთან მისვლა და მიბმა;

ტ) გამცილებლის გარეშე სკოლამდელი ასაკის ბავშვების გადაყვანა;

უ) ზღვაში გასვლა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის შეტყობინების გარეშე, გარდა ამ წესების მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.

3. პირები, რომლებიც მართავენ ზომამცირე გემს, ვალდებული არიან შეასრულონ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები, ზღვაში გემების შეჯახების პრევენციის საერთაშორისო წესები,  უზრუნველყონ ზომამცირე გემების უავარიო ნაოსნობა, თავიდან აიცილონ ადამიანთა ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება და დაიცვან თევზჭერის წესები და გარემ