1. სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურთან შეთანხმებით, ადგენს მცირეტონაჟიანი და ზომამცირე გემების, მცურავი ამწეების, ბარჟების და ბუქსირმზიდი გემების სანავსადგურე ერთეულში განლაგების გეგმას, მათ შორის, ნაოსნობისათვის არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ (შტორმის) პირობებში მათ დროებით სადგომ ადგილებს.

2. ქარისა და ღელვის პირობებში მცირეტონაჟიანი და ზომამცირე გემის დგომის ადგილის განსაზღვრისას, გემის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი დაშორება ფარვატერისა და მსხვილტონაჟიანი გემის დამუშავების ადგილებიდან.

3. მცირეტონაჟიანი და ზომამცირე გემის კაპიტანმა უნდა უზრუნველყოს გემის უსაფრთხო დგომა დისლოკაციის ადგილას.

4. აკრძალულია არათვითმავალი მცირეტონაჟიანი და ზომამცირე გემის უეკიპაჟოდ რეიდზე ბუქსირის გარეშე დატოვება.

5. მცირეტონაჟიანი და ზომამცირე გემის ყოფნა ნავთობ/გაზტერმინალსა და ტანკერის დგომის სიახლოვეს აკრძალულია, თუ მას არ გააჩნია ნაპერწკალჩამქრობი მოწყობილობა.

6. სანავსადგურე ერთეულში ღუზაზე ან ნავმისადგომთან მდგომ მცირეტონაჟიანი და ზომამცირე გემზე ორგანიზებული უნდა იქნეს 24 (ოცდაოთხი)-საათიანი მორიგეობა.

7. მცირეტონაჟიანი და ზომამცირე გემის მფლობელი, თუ აღნიშნული გემი არ არის მოწყობილი მასზე მუდმივად ეკიპაჟის ყოფნისათვის, ვალდებულია უზრუნველყოს ამ გემის სადღეღამისო დაცვა და გემის დგომაზე მეთვალყურეობა.

8. მცირეტონაჟიანი და ზომამცირე გემის კაპიტანი ვალდებულია, სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის მოთხოვნისთანავე, უზრუნველყოს მისი გაყვანა სანავსადგურე ერთეულიდან ან მითითებულ ადგილზე გადაყენება.

9. ნაოსნობისათვის არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე მცირეტონაჟიანი და ზომამცირე გემი, რომელიც რეიდზე ან გემის ბორტთან იმყოფება, ვალდებულია თავი შეაფაროს ნავსადგურის აკვატორიას და ადგილი დაიკავოს დისლოკაციის გეგმის მიხედვით.

10. იმ გემის კაპიტანი, რომელსაც არ გააჩნია სანავსადგურე ერთეულში მუდმივი სადგომი, ნაოსნობისათვის არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების დროს ვალდებულია სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის მითითებისამებრ დაიკავოს ადგილი, რომელიც შეთანხმებული უნდა იქნეს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურთან.

11. მცირეტონაჟიანი და ზომამცირე გემი, არსებული ნორმების გათვალისწინებით, აღჭურვილი უნდა იყოს ავარიული ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო საშუალებებით.

12. მცირეტონაჟიანი და ზომამცირე გემის კაპიტანს ეკრძალება:

ა) სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე გემის მიყვანა ნავმისადგომთან ან რეიდზე მდგარ გემთან, აგრეთვე მცირეტონაჟიან ან მსხვილტონაჟიან გემის ბორტთან;

ბ) ბორტზე ტვირთის, ხელბარგისა და მგზავრების მიღება ან ბორტიდან ტვირთისა და ხელბარგის გადაცემა, აგრეთვე მგზავრების გადაყვანა, სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციისა და შემოსავლების სამსახურის თანხმობის გარეშ