1. ექსპლუატაციიდან გამოყვანილი გემის დგომაზე პასუხისმგებელი პირი და გემის ეკიპაჟი ვალდებულნი არიან შეასრულონ ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის და სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის მითითებანი გემის დგომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
2. ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს უფლება აქვს მოსთხოვოს გემთმფლობელს, ასევე გემისა და ქარავნის კაპიტნებს, მოვალეობის შესრულებიდან გადააყენოს ის პირი, რომლის ქმედობა საფრთხეს უქმნის დგომისათვის გაჩერებული გემის უსაფრთხოებას.
3. შემდგომი ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი გემი შეიძლება დატოვებულ იქნეს ნავმისადგომთან/ნავმისადგომზე მხოლოდ განსაზღვრული ვადით, სანავსადგურე ერთეულის ადმინასტრაციასთან შეთანხმებით და ნავსადგურის კაპიტნის თანხმობი