1. გემის ექსპლუატაციიდან გამოყვანა და სანავსადგურე ერთეულში გაჩერება ხორციელდება:
ა) შემოდგომა-ზამთრის (ნოემბერი-აპრილი) პერიოდში ნაოსნობის შეზღუდვის გამო;
ბ) სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად;
გ) დროებით გასაჩერებლად მფლობელის გადაწყვეტილების შესაბამისად;
დ) დასაშლელად.
2. გადაწყვეტილებას ექსპლუატაციიდან გამოყვანილი გემის სანავსადგურე ერთეულში გაჩერების შესახებ იღებს სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია გემთმფლობელის ან გემის კაპიტნის განაცხადის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნული უნდა იქნეს:
ა) გემის ტიპი, დასახელება, რეგისტრაციის ნომერი, სიგრძე, სიგანე და წყალშიგი;
ბ) მიწერის ნავსადგური;
გ) სანავსადგურე ერთეულში დაყენების სასურველი ადგილი;
დ) გემის კაპიტნის და/ან სხვა პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი და საკონტაქტო მონაცემები;
ე) გემის ეკიპაჟის იმ წევრთა სია, რომლებიც გემის დგომის განმავლობაში დარჩებიან გემზე და მათი სავახტო სამსახურის განრიგი;
ვ) გემთმფლობელის მისამართი, საკონტაქტო მონაცემები.
3. განაცხადს თან უნდა ერთოდეს სახანძრო დაცვის სამსახურის დასკვნა გემზე პროფილაქტიკურ ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებათა გატარების შესახებ.
4. თუ გემის კაპიტანი ან მისი უფლებამოსილების განმახორციელებელი პირი ტოვებს სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიას, იგი ვალდებულია ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს აცნობოს იმ პირის ვინაობა, რომელიც მისი არყოფნის პერიოდში განახორციელებს მის უფლება-მოვალეობებს. აღნიშნული შეტყობინება ხელმოწერილი უნდა იყოს გემის კაპიტნის/მისი უფლებამოსილების განმახორციელებელი პირისა და იმ პირის მიერ, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა, ასევე მასში მითითებული უნდა იქნეს ამ უკანასკნელის მისამართი და საკონტაქტო მონაცემებ