1. ექსპლუატაციიდან გამოყვანილი და სანავსადგურე ერთეულში მდგომი გემის დაცვა ევალება ეკიპაჟს.
2. მცირეტონაჟიანი და ზომამცირე გემების ქარავნების დაცვა ევალება კაპიტნის მიერ დანიშნულ მევახტეებს.
3. ბორტი-ბორტთან მდგარი გემების ყველა ჯგუფზე უნდა არსებობდეს სადღეღამისო ვახტი.
4. ერთ მევახტეს უფლება აქვს თვალყური ადევნოს არაუმეტეს 5 (ხუთი) მცირეტონაჟიანი და ზომამცირე გემს.
5. ექსპლუატაციიდან გამოყვანილი გემის გემთმფლობელი და კაპიტანი უზრუნველყოფენ გემის ქონების დაცვას, ხანძარსაწინააღმდეგო და ავარიულ-სამაშველო მოწყობილობების გამოსაყენებლად მზადყოფნას.
6. გემების დგომისას უნდა შედგეს განგაშის განრიგი თითოეული გემის ან გემების ჯგუფისათვის.
7. სწავლება გემის ზღვაოსნობაუნარიანობის შენარჩუნებისათვის უნდა ჩატარდეს გემის გაჩერებამდე, შემდეგ კი თვეში ერთხელ მაინც.
8. თუ გაჩერებულ გემზე იმყოფება ეკიპაჟი, აუცილებელია, რომ სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის მითითებისამებრ, გემზე აღიმართოს შესაბამისი მანათობელი ნიშნები.
9. მცირეტონაჟიანი და ზომამცირე გემების ჯგუფში, თუ ისინი ბორტი-ბორტთან დგანან, შეიძლება განათებულ იქნეს მხოლოდ ზღვისკენ მდგარი განაპირა გემ(ებ)ი. ელექტროგანათების უქონლობისას განათება დასაშვებია დადგენილი ნიმუშის ნავთის საზღვაო ფარანის აღმართვა.
10. გემის დაზიანების ყოველი ფაქტის შესახებ გემის კაპიტანი, გემთმფლობელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურსა და სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციას.
სატვირთო ოპერაციები ნავსადგურ