სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე, საწყობებში, ბაქნებსა და ნავთობ/გაზტერმინალზე ტვირთის დაწყობა აკრძალულია:
ა) აკრძალულ ზონაში;
ბ) მისაბმელი ტუმბებისა და ბრიდელების, ფარნის ბოძის, გეოდეზიური ქსელის ნიშნების, ჭერის, სახანძრო ამწეების, სახანძრო სიგნალიზაციისა და/ან ელექტროჩასართველების ირგვლივ, აგრეთვე სადრენაჟო სისტემების ჭებზე (შტაბელებად ტვირთის დაწყობა დასაშვებია ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადგილებთან არანაკლებ 2 მეტრის დაშორებაზე);
გ) საწყობის სამუშაო პერიმეტრიდან არანაკლებ 4 (ოთხი) მეტრის დაშორებაზე და საწყობში სხვადასხვა სახეობის ტვირთს შორის ნორმებით დადგენილ გასასვლელებში;
დ) წყალგაყვანილობის, სატრანსპორტო და ელექტროკაბელის ტრასებზე;
ე) 2 (ორი) მეტრზე ნაკლები დაშორებით უახლოესი სარკინიგზო ლიანდაგიდან ან/და 3 (სამი) მეტრზე ახლოს ნავმისადგომის ნაპირიდან;
ვ) გზებზე, ფეხითმოსიარულეთა და ტრანსპორტის გასასვლელებზე, სახანძრო ავტოტუმბოებთან და სხვა;
ზ) საჰაერო ელექტროგაყვანილობის, მაღალი ძაბვის გაყვანილობისა და სატელეფონო სადენების ან ტელეგრაფის ქსელის ქვეშ;
თ) ისეთ სასაწყობო სივრცეში, რომელსაც არ გააჩნია სათანადო გამწოვი ვენტილაცია და რომლის ინსპექტირება და ექსპლუატაცია არ ხორციელდება დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში კომპანიას უნდა გააჩნდეს ექსპლუატაციის წესები და შიდა პოლიტიკა უსაფრთხო მართვასთან დაკავშირები