1. სამგზავრო გემის დამუშავება ხდება მხოლოდ სამგზავრო ნავმისადგომებზე.
2. მგზავრების, გემის ეკიპაჟისა და მათი ოჯახის წევრების გადაყვანას აკვატორიაში და რეიდზე ახორციელებენ ადამიანთა გადასაყვანად განკუთვნილი სანავსადგურო მცურავი ობიექტები, მომსახურების ორგანიზებას რეგულაციების შესაბამისად უზრუნველყოფს გემის აგენტი.
3. გემზე საკლასიფიკაციო საზოგადოების მიერ გაცემულ მოწმობაში აღნიშნულ მგზავრთა დასაშვებ რაოდენობაზე მეტი მგზავრის გადაყვანა აკრძალულია.
4. სამგზავრო გემის სამგზავრო ნავმისადგომზე დაყენებისას ტერმინალმა უნდა გაათავისუფლოს მისაბმელი ბაგირის მიმდებარე ტერიტორია გარეშე პირებისაგან. სამგზავრო გემის დამხვდურები/გამცილებლები უნდა იმყოფებოდნენ ნავმისადგომზე მონიშნული გამყოფი ხაზის მიღმა.
5. ნავმისადგომზე მგზავრთა ჩასხდომის და გადმოსვლის ადგილებზე უნდა მოეწყოს სათანადოდ აღჭურვილი საგუშაგოები, წყალში ჩავარდნილთათვის დახმარების აღმოსაჩენად.
6. სამგზავრო გემზე საზღვაო სამგზავრო ტერმინალში გამოსაჩენ ადგილას გამოკრული უნდა იყოს გემში ჩასხდომისას ან გემიდან გადმოსვლისას მგზავრთა ქცევის წესები.
7. ნავმისადგომზე მგზავრთა ჩასხდომა/გადმოსხდომის ადგილას და გემის ტრაპთან უნდა მოეწყოს სავახტო სამსახური. სამაშველო საშუალებები დახმარების აღმოსაჩენად უნდა იყოს მზადყოფნაში.
8. ნაპირზე მგზავრთა ჩასხდომა/გადმოსხდომის ორგანიზებაზე პასიხისმგებლობა ეკისრება სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის მიერ დანიშნულ პასუხისმგებელ პირს, ხოლო გემზე – გემის კაპიტანს. გემთმფლობელები, რომლებიც ახორციელებენ მგზავრთა გადაყვანას, ასევე, საზღვაო სამგზავრო ტერმინალის მფლობელები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მგზავრთა მოხერხებული და უსაფრთხო ჩასხდომა/გადმოსხდომა.
9. საზღვაო-სამგზავრო ტერმინალი უნდა შედგებოდეს საზოგადოებრივი, სამსახურებრივი, ოპერატიული სამსახურის და საყოფაცხოვრებო სათავსოებისაგან. იგი უნდა უზრუნველყოფდეს სასაზღვრო (საერთაშორისო რეისებისას), შემოსავლების სამსახური, აგრეთვე სანიტარიულ-საკარანტინო, ვეტერინალური და ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობას.
10. სალაროებთან უნდა განთავსდეს სამგზავრო გემების მოძრაობის განრიგი, აგრეთვე ინფორმაცია სალაროების მუშაობის დროის და ბილეთის შეძენის წესის შესახებ.
11. საზღვაო-სამგზავრო ტერმინალის სათავსოებში, მიმოსვლის გზებსა და ნავმისადგომზე უნდა არსებობდეს სპეციალური მიმთითებელი წარწერები და აღნიშვნები. საზღვაო-სამგზავრო ტერმინალში უნდა ფუნქციონირებდეს ცნობათა ბიურო.
12. სამგზავრო ტერმინალის რაიონში დღე-ღამის ბნელ პერიოდში უნდა არსებობდეს საკმარისი განათება. ამასთან, განათებამ ხელი არ უნდა შეუშალოს გემთწამყვანებს გემის მიბმის ოპერაციის განხორციელებაში.
13. სამგზავრო გემის კაპიტანი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს გემის დროული მომზადება მგზავრთა ჩასხდომისათვის;
ბ) ჩასხდომის დაწყებამდე მოამზადოს მგზავრთა მიღებითა და მომსახურებით დაკავებული სამსახურები.
14. საზღვაო-სამგზავრო ტერმინალი/კომპანია რომელიც ახორციელებს ბილეთების გაყიდვას, ვალდებულია ჩასხდომის დაწყებამდე გადასცეს გემის კაპიტანს საბუთი გაყიდული ბილეთების შესახებ, დანიშნულების ნავსადგურ(ებ)ის მითითებით. აღნიშნული საბუთის ასლი ასევე გადაეცემა ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს.
15. გემზე დაიშვებიან მხოლოდ სამგზავრო ბილეთის მქონე პირები.
16. მგზავრთა ჩასხდომა/გადმოსხდომას უნდა ესწრებოდნენ სამგზავრო ტერმინალის წარმომადგენლები.
17. მგზავრთა ჩასხდომა/გადმოსხდომა უნდა ხორციელდებოდეს უსაფრთხო ტრაპით, რომელზე მოძრაობის წესს არეგულირებს კაპიტნის თანაშემწე.
სანავსადგურე შენობა-ნაგებობებისა და მოწყობილობების, ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა და სანავიგაციო საშუალებების მშენებლობისა და ექსპლუატაციის წესე