1. სანავსადგურე ერთეულის მისასვლელ გზებზე (არხებში) და შიდა აკვატორიაში სანავიგაციო საშუალებები გარეგნული სახით, შეფერილობით, შუქების თავისებურებებითა და განლაგების ადგილით უნდა შეესაბამებოდეს საშუქურე სამსახურების საერთაშორისო ასოციაციის 1980 წლის კონფერენციაზე მიღებულ „სანავიგაციო საფრთხეების მცურავი გამაფრთხილებელი ნიშნებით შემოღობვის ერთიანი სისტემის“ მოთხოვნებს (მარცხენა წითელი „A“).

2. სსიპ – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურსა და სააგენტოსთან შეუთანხმებლად, ნავსადგურის აკვატორიაში აკრძალულია:

ა) სანავიგაციო საშუალებების დადგმა, მოხსნა ან გადაადგილება;

ბ) შუქების დაყენება მნათი სანაპირო და მცურავ სანავიგაციო საშუალებების მოქმედების ზონაში;

გ) ტვირთის დაწყობა ამოსაცნობი, სანავსადგურო-სანავიგაციო სასადგურე ნიშნების მოქმედების ზონაში.

3. სანავიგაციო საშუალებების ან მათი ტექნიკური მახასიათებლების შეცვლა დაუყოვნებლივ უნდა გამოქვეყნდეს ზღვაოსანთა უწყებებში.

4. ნავიგაციის ხელშემშლელი, სანავსადგურე წყლებში ჩაძირული ქონების (გემები, მცურავი საშუალებები და სხვა.) ამოღების წარმოების რაიონები უნდა აღინიშნოს სანავიგაციო შემომღობებით.

5. სანავსადგურე ერთეულთან და იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც აწარმოებენ ფსკერდამაღრმავებელ სამუშაოებს და სანავიგაციო საშუალებების დაყენებას, დადგენილი წესით შეთანხმების გარეშე, აკრძალულია ნავსადგურის მისასვლელებთან (არხებთან) და ნავსადგურის ტერიტორიაზე ხიდურის, საჰაერო-საკაბელო, გადასასვლელების, ელექტრო-და კავშირგაბმულობის ხაზების, მილსადენების გაყვანა, ასევე რადიოსისტემების აგება სანაპირო რადიოსანავიგაციო ობიექტების მოქმედების ზონაში.

6. აკრძალულია სანავიგაციო საშუალებების ხელშემშლელი ყოველგვარი ქმედება.

7. გემს ეკრძალება მცურავ შუქურასთან, ბუისთან და სანავიგაციო საშუალებებთან დადგომა.

8. პირი, სანავიგაციო საშუალებების გაუმართაობის ან გადაადგილების აღმოჩენის შემთხვევაში, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის შესახებ ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს.

9. გემის ან პირის მიერ სანავიგაციო საშუალებების დაზიანების შემთხვევაში გემის კაპიტანი, სანავიგაციო საშუალებებზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია და ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური ადგენენ ერთობლივ აქტს დაზიანების შესახე