ერთეულის
ტერიტორიაზე
წესრიგის
დაცვის
ზოგადი
მოთხოვნები
1. საზღვაო ნავსადგურის დაცვის ორგანიზება უნდა შეესაბამებოდეს ISPS კოდექსითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
2. სანავსადგურე ერთეულს/ტერმინალს უნდა ჰქონდეს უშიშროების გეგმა, რომელიც შემუშავდება ISPS CODE A ნაწილის მოთხოვნებისა და ISPS CODE B ნაწილით გათვალისწინებული რეკომენდაციებისა და კანონმდებლობის შესაბამისად. სანავსადგურე ერთეულის/ტერმინალის უშიშროების გეგმას ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი. სააგენტო გასცემს შესაბამის ISPS სერტიფიკატს.
3. სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე აკრძალულია:
ა) საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა;
ბ) თამბაქოს, მათ შორის ელექტრონული სიგარეტების, მოწევა ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილების გარდა;
გ) ღია ცეცხლით სარგებლობა და საშემდუღებლო სამუშაოები სახანძრო დაცვის სამსახურთან შეუთანხმებლად;
დ) არაფხიზელ მდგომარეობაში ტერიტორიაზე შესვლა და გადაადგილება.
4. სანავსადგურე ერთეულის ელექტროქსელში, ასევე, წყალგაყვანილობებისა და გათბობის სისტემაში ჩართვა დასაშვებია მხოლოდ სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით.
5. რემონტის ან სხვა მიზნით გემის ნაპირზე ან ნავმისადგომზე ამოტანა და/ან დაყენება დასაშვებია სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით.
6. ნავმისადგომზე, თვალსაჩინო ადგილას უნდა განთავსდეს მაშველი რგოლები და/ან ბურთები, რომელთა სამაშველო თოკების სიგრძე არანაკლებ 27,5 მეტრისა უნდა იყოს.
7. ნავმისადგომიდან, მოლიდან, კედლებიდან ზღვაში ბანაობა აკრძალულია.
8. სანავსადგურე ერთეულში მყოფი გემის შეღებვა დასაშვებია მხოლოდ ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის თანხმობის შემთხვევაში და მას შემდეგ რაც მიღებულ იქნება ზომები გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.
9. სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე ვაჭრობა დაშვებულია მხოლოდ სავაჭრო ობიექტებში.
10. სანავსადგურე ერთეულში ექსკურსია ნებადართულია მხოლოდ სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის თანხმობით.
11. სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირი ვალდებულია სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის უფლებამოსილი პირის მოთხოვნისთანავე წარმოადგინოს პირადობისა და სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე ყოფნის უფლების დამადასტურებელი საბუთ