1. ტვირთის ან სხვა მატერიალური ფასეულობების დატოვება ნავმისადგომზე ან უბანზე ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ტვირთი სანავსადგურე ერთეულს შესანახად ჩაბარდება დადგენილი წესის შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში სანავსადგურე ერთეულის ადმინიტრაცია პასუხს არ აგებს მის დაცულობაზე.

2. შესანახად ჩაბარებული ტვირთი მოთავსებული უნდა იყოს ვარგის ტარაში, დაწყობილი შტაბელებად, იმგვარად, რომ შეიძლებოდეს ადგილების რაოდენობის დათვლა.

3. სახიფათო ტვირთის სანავსადგურე ერთეულში დამუშავებისას მისი დაცვა საგანგებოდ უნდა იყოს ორგანიზებული სანავსადგურე ერთეულის დაცვის სამსახურის მიერ.

4. პირმა, რომელსაც თავისი ტვირთის დაცვის მიზნით სურვილი აქვს სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე მოაწყოს საგუშაგო, ამის თაობაზე უნდა მიიღოს სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაციის წერილობითი თანხმობა და შეათანხმოს აღნიშნული საგუშაგოს პერსონალის თანამდებრობივი ინსტრუქციები და საგუშაგოზე გატარების წესი სანავსადგურე ერთეულის დაცვის სამსახურთა