1. წყალქვეშა და მიწისქვეშა კაბელების და მილსადენებისა გაყვანასა და გადაადგილებასთან დაკავშირებული სამუშაოების დაწყების შესახებ ინფორმაცია, წინასწარ უნდა მიეწოდოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს. ამასთან, სამუშაოები უნდა აკმაყოფილებდეს საზღვაო კოდექსის მე-11 მუხლის მოთხოვნებს.

2. წყალქვეშა კაბელები და მილსადენები, რომელთა ჩადების სიღრმე ვერ უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას ღუზის ჩაშვებისას, მფლობელთა მიერ შემოფარგლული უნდა იყოს დღისით კარგად ხილვადი, გამაფრთხილებელი ნიშნებით, ხოლო დღე-ღამის ბნელ პერიოდში – მნათი ნიშნებით.

3. სანაპირო და წყლის სივრცის ტრასა, რომელზეც გაყვანილია მილსადენები, კაბელები და შემოფარგლულია გამაფრთხილებელი ნიშნებით წარმოადგენს აკრძალულ უბანს.

4. აკრძალულ უბანზე დაუშვებელია:

ა) ღუზის ჩაშვება, თევზჭერა, ნაპირთან მიახლოვება, ტივის დაყენება, ხეტყის დაცურება და სხვა;

ბ) ღუზის იძულებითი ჩაშვებისას გემის საშუალებებით ღუზის ამოღება.

5. ღუზის იძულებითი ჩაშვების შესახებ აუცილებელია დაუყოვნებლივ ეცნობოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის ან/და VTS-ის სამსახურს და შემდგომი მოქმედებები განხორციელდეს ამ სამსახურების მითითებების შესაბამისად.

6. ღუზის ამოღებას უნდა ესწრებოდნენ ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის წარმომადგენელი და კაბელის (მილსადენის) მფლობელი.

7. მყვინთავთა მუშაობა ნავსადგურის აკვატორიაში ხორციელდება მხოლოდ ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის წინასწარი ინფორმირებით.

8. საყვინთი სამუშაოების წარმოებისას დღის ნათელ პერიოდში, მყვინთავთა გემზე გამოსაჩენ ადგილას უნდა აღიმართოს ერთი ალამი „A“ (ALFA) („იყავით ჩემგან მოშორებით, მე ვატარებ წყალქვეშა სამუშაოებს“), ICS-ს მოთხოვნათა შესაბამისად, ღამით კი, ირგვლივ მთელ ჰორიზონტზე ერთიმეორეზე ვერტიკალურად განლაგებული ხილვადი ორი მწვანე შუქი. ასეთივე სიგნალები უნდა იყოს აღმართული გემზე, რომლის ბორტთანაც მიმდინარეობს საყვინთი სამუშაოები.

9. გემი ვალდებულია საყვინთი სამუშაოების წარმოების ადგილთან გავლისას წინასწარ შეანელოს სიჩქარე დასაშვებ ზღვრამდე და გამოიჩინოს სიფრთხილე.

10. ღუზის ჩაშვება დაშვებულია საყვინთი სამუშაოების წარმოების ადგილიდან არანაკლებ 200 მეტრი დაშორებით.

11. გემის მისვლა საყვინთი სამუშაოების წარმოების ადგილთან, მისი მიბმა მყვინთავთა გემზე ან გემზე, რომლის ბორტთანაც მიმდინარეობს საყვინთი სამუშაოები, აკრძალულია.

12. სანიჩბავი ხრახნის მუშაობა გემზე, რომლის ბორტთანაც მიმდინარეობს საყვინთი სამუშაოები აკრძალულია.

13. სანავსადგურე ერთეულში საყვინთი სამუშაოების მიმდინარეობის რაიონში გემის გადაადგილებისას სანავსადგურე ერთეულის ადმინისტრაცია ვალდებულია წინასწარ, არაუგვიანეს 1 (ერთი) საათით ადრე, გააფრთხილოს ამის შესახებ მყვინთავთა გემი.

14.ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის მოთხოვნით საყვინთი სამუშაოები უნდა შეწყდე