1. სანავსადგურე შენობა/ნაგებობებისა და მოწყობილობების ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა და სანავიგაციო საშუალებების (შემდგომში – ნაგებობები) მშენებლობა სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. იურიდიულ ან ფიზიკურ პირს (შემდგომში ამ თავის მიზნისათვის – პირი), რომელიც სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე აწარმოებს მშენებლობას, ეკრძალება:
ა) ნავმისადგომების, გზების, სატვირთო ბაქნების, სახანძრო მისასვლელებისა და საგუშაგოების, სანაპირო ხაზისა და მისაბმელი მოწყობილობების ჩახერგვა სამშენებლო მასალებით, დეტალებით, ფორმებით, ბლოკებით და/ან ნაგვით;
ბ) ნავსადგურის აკვატორიის დანაგვიანება და დაჭუჭყიანება.
3. პირი, რომელიც სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე აწარმოებს იმ ნაგებობების სამშენებლო და სხვა სამუშაოებს, რომელთა შესახებ მონაცემები შეტანილი უნდა იქნეს ნაოსნობის სახელმძღვანელოებში და აღინიშნოს რუკებზე, ვალდებულია ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს გადასცეს ამ პუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო და სხვა სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, სანავიგაციო სახელმძღვანელოთა შემდგომი კორექტირებისათვის.
4. სანავსადგურე ერთეულის არსებული ნაგებობების ექსპლუატაცია უნდა ხდებოდეს მათი ექსპლუატაციის ტექნიკური წესების დაცვით, რომელიც შემუშავებულია ცალკეული სახეობის შენობის, ნაგებობის, მოწყობილობის თუ სხვა ობიექტისათვი