1. გემს ნავსადგურში შესვლის, სანავსადგურე წყლებში ნაოსნობის, დგომის და ნავსადგურიდან გასვლისას ეკრძალება საშუალო და მოკლეტალღოვანი რადიოდანადგარების გამოყენება, VHF რადიოსადგურის გარდა. ამ პუნქტით განსაზღვრული აკრძალვა არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევაზე:

ა) როცა გემი საფრთხეშია ან გადასცემს ცნობას უბედურების თავიდან აცილების მიზნით;

ბ) თუ გემი დახმარებას უწევს საფრთხეში ჩავარდნილ სხვა გემს;

გ) ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურთან შეთანხმების შემთხვევაში.

2.სანავსადგურე წყლებში ნაოსნობისას გემი, რომელიც აღჭურვილია VHF რადიოსადგურით, ვალდებულია 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში იგი ჩართული იქონიოს მიღების რეჟიმში და შესაბამის სიხშირეებზე ჰქონდეს ნაპირთან რადიოკავშირი.

3. სანავსადგურე წყლებში ნაოსნობისას VHF რადიოსადგურები უნდა მუშაობდნენ რადიოკავშირის წესების დაცვით.

4. სანავსადგურე წყლებში, სანაპირო რადიოსადგურები ვალდებულნი არიან კონტროლი გაუწიონ გემების რადიოსადგურების მუშაობას.

5. სანავსადგურე ერთეულებში რადიოკავშირის არხები განსაზღვრულია ამ „წესების“ დანართ №7-ით.

თავი XIII

სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე წესრიგის დამყარება, დაცვა და მოძრაო