1. წინამდებარე ოქმის 22-ე, 23-ე და 25-31-ე მუხლებში აღწერილი პროცედურების შესრულებისას, ამ წესების მე-8 მუხლში მითითებული საგანგებო და განმასხვავებელი სიგნალი წინ უძღვის სამედიცინო დანაყოფებისა და სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებების მიერ რადიოკავშირის დამყარებას.

2. ITU-ს რადიოკავშირის წესების მე-40 (ნაწილი II, №3209) და №40 (ნაწილი III, №3214) მუხლებში ნახსენებ სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებებს შეუძლიათ კავშირი აწარმოონ თანამგზავრული სისტემების მეშვეობით, მობილურ-თანამგზავრულ მომსახურებათა შესახებ ITU-ს რადიოკავშირის წესების 37-ე, №37 და 59-ე მუხლების დებულებათა შესაბამისა