1. რადიოსიგნალი შედგება საგანგებო და განმასხვავებელი სიგნალებისგან, როგორც ეს აღწერილია საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) რადიოკავშირის წესებში (RR-ის მე-40 და №40 მუხლები).
2. რადიოშეტყობინება, რომელსაც წინ უძღვის პირველ პუნქტში მითითებული საგანგებო და განმასხვავებელი სიგნალები, უნდა გადაიცემოდეს ინგლისურ ენაზე, შესაბამისი ინტერვალებით და იმ სიხშირეებზე, რომელიც განსაზღვრულია რადიოკავშირის წესებში, და უნდა შეიცავდეს სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებულ შემდეგ მონაცემებს:
(ა) გამოძახების სიგნალს ან ამოცნობის სხვა აღიარებულ საშუალებას;
(ბ) ადგილმდებარეობას;
(გ) სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობასა და სახეობას;
(დ) სავარაუდო მარშრუტს;
(ე) მგზავრობის საანგარიშო დროს და გამგზავრებისა და დაბრუნების დროს, შესაბამის გარემოებათა გათვალისწინებით;
(ვ) ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, როგორიცაა ფრენის სიმაღლე, მეურვეობის ქვეშ მყოფი რადიოსიხშირეები, კავშირის ენა და მეორადი რადიოლოკაციური ამოცნობის სისტემის მუშაობის რეჟიმი და კოდები.
3. იმისთვის, რათა ხელი შეეწყოს პირველ და მეორე პუნქტებში, ისევე როგორც წინამდებარე ოქმის 22-ე, 23-ე და 25-ე - 31-ე მუხლებში მითითებული კავშირის გაადვილებას, მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს, კონფლიქტის მხარეებს ან კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეს, რომელიც მოქმედებს შეთანხმებით ან ინდივიდუალურად, „საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონვენციაზე“ თანდართული რადიოკავშირის წესებში მოცემულ სიხშირეთა განაწილების ცხრილზე დაყრდნობით, შეუძლია განსაზღვროს და გამოაქვეყნოს მის მიერ შერჩეული ეროვნული სიხშირეები, რომლებითაც ის ისარგებლებს ამგვარი კავშირის დამყარებისას. ამ სიხშირეთა შესახებ უნდა ეცნობოს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირს, რადიოკავშირის მსოფლიო ადმინისტრაციული კონფერენციის მიერ დამტკიცებული პროცედურის შესაბამისა