1. წინამდებარე ოქმის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული სამოქალაქო სამედიცინო და რელიგიური პერსონალის პირადობის მოწმობა:

(ა) უნდა ატარებდეს განმასხვავებელ ემბლემას და იყოს იმ ზომის, რომ შეიძლებოდეს მისი ჯიბით ტარება;

(ბ) უნდა იყოს რაც შეიძლება გამძლე;

(გ) შედგენილი უნდა იყოს ეროვნულ ან ოფიციალურ ენაზე და, დამატებით და როცა საჭიროა, შესაბამისი რეგიონის ადგილობრივ ენაზე;

(დ) უნდა შეიცავდეს მფლობელის გვარს, დაბადების თარიღსა (ამ უკანასკნელის დაუდგენლობის შემთხვევაში წლოვანება მოწმობის გაცემის მომენტში) და პირად ნომერს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

(ე) უნდა მიუთითებდეს, თუ რა უფლებამოსილების ფარგლებში სარგებლობს მფლობელი კონვენციებითა და წინამდებარე ოქმით მინიჭებული დაცვით;

(ვ) უნდა შეიცავდეს მფლობელის ფოტოსურათს, მის ხელმოწერას ან მისი ცერა თითის ანაბეჭდს, ან ორივეს ერთად;

(ზ) უნდა ჰქონდეს კომპეტენტური ორგანოს ბეჭედი და ხელმოწერა;

(თ) უნდა მიუთითებდეს მოწმობის გაცემის თარიღსა და მოქმედების ვადას;

(ი) მოწმობის უკანა მხარეზე, რამდენადაც შესაძლებელია, მითითებული უნდა იყოს მფლობელის სისხლის ჯგუფი.

2. პირადობის მოწმობა უნდა იყოს ერთგვაროვანი თითოეული მაღალი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და, რამდენადაც შესაძლებელია, – ერთი და იმავე ტიპის კონფლიქტის ყველა მხარისათვის. კონფლიქტის მხარეებს შეუძლიათ პირველ გამოსახულებაზე მოცემული, ერთ ენაზე შედგენილი ნიმუშით სარგებლობა. საბრძოლო მოქმედებების დაწყების მომენტიდან, მხარეებმა ერთმანეთს უნდა გაუგზავნონ მათ მიერ გამოყენებული ფორმის ნიმუში, თუ ის განსხვავდება პირველ გამოსახულებაზე მოცემული ნიმუშისგან. პირადობის მოწმობა, თუ შესაძლებელია, უნდა დამზადდეს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთ-ერთი დარჩება მოწმობის გამცემ უწყებასთან, რომელიც მის მიერ გაცემულ მოწმობებზე განახორციელებს კონტროლს.

3. მუდმივ სამოქალაქო სამედიცინო და რელიგიურ პერსონალს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩამოერთვას პირადობის მოწმობა. პირადობის მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში მათ უნდა ჰქონდეთ მოწმობის ასლის მიღების უფლებ