1. იმ შემთხვევაში, თუ მაღალი ხელშემკვრელი მხარე მოახდენს წინამდებარე ოქმის დენონსაციას, დენონსაცია ძალაში შედის მხოლოდ დენონსაციის შეტყობინების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ. თუმცა, თუ ამ ერთი წლის ამოწურვამდე მხარე, რომელმაც დენონსაციის შესახებ განაცხადა, აღმოჩნდება პირველ მუხლში მითითებულ რომელიმე სიტუაციაში, დენონსაცია ძალაში არ შედის შეიარაღებული კონფლიქტის ან ოკუპაციის დასრულებამდე და, ნებისმიერ შემთხვევაში, კონვენციებით ან წინამდებარე ოქმით დაცული პირების საბოლოო გათავისუფლებასთან, რეპატრიაციასა ან რესტიტუციასთან დაკავშირებული მოქმედებების დასრულებამდე.
2. დენონსაციის შესახებ შეტყობინება წერილობითი ფორმით უნდა გაეგზავნოს დეპოზიტარს, რომელმაც ეს შეტყობინება უნდა გაუგზავნოს ყველა მაღალ ხელშემკვრელ მხარეს.
3. დენონსაცია ძალაშია მხოლოდ იმ მხარისთვის, რომელმაც დენონსაცია განახორციელა.
4. პირველი პუნქტის შესაბამისად განხორციელებული ნებისმიერი დენონსაცია გავლენას არ მოახდენს შეიარაღებული კონფლიქტის გამო ამ ოქმის შესაბამისად დენონსაციის განმცხადებელი მხარის მიერ უკვე აღებულ ვალდებულებებზე, ამ დენონსაციის ძალაში შესვლამდე ჩადენილ ნებისმიერ ქმედებასთან დაკავშირები