1. ნებისმიერ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია წინამდებარე ოქმში შესწორებების შეტანის წინადადების წარდგენა. ნებისმიერი შეთავაზებული შესწორების ტექსტი უნდა გაეგზავნოს დეპოზიტარს, რომელმაც ყველა მაღალ ხელშემკვრელ მხარესთან და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან კონსულტაციების შედეგად უნდა გადაწყვიტოს, მოიწვიოს თუ არა კონფერენცია შეთავაზებული შესწორების განსახილველად.

2. დეპოზიტარმა ამ კონფერენციაზე უნდა მოიწვიოს ყველა მაღალი ხელშემკვრელი მხარე, და ასევე კონვენციების მხარეები, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი წინამდებარე ოქმის ხელმომწერნ