1. სამედიცინო დანაყოფებს ან სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებებს შეუძლიათ წინამდებარე თავით გათვალისწინებული ყველა განმასხვავებელი სიგნალის გამოყენება.

2. ეს სიგნალები, რომელთა გამოყენება მხოლოდ სამედიცინო დანაყოფებსა და სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებებს შეუძლიათ, არ უნდა იყოს გამოყენებული სხვა მიზნებისთვის, შუქოვანი სიგნალის გამოყენების გამოკლებით (იხ. მე-3 პუნქტი).

3. თუ კონფლიქტის მხარეებს შორის არ არსებობს სპეციალური შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ცისფერი მოციმციმე შუქების გამოყენებას მხოლოდ სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებების, გემებისა და საჰაერო ხომალდების ამოცნობისთვის, არ არის აკრძალული ამგვარი სიგნალის გამოყენება სხვა სატრანსპორტო საშუალებებისთვის, გემებისა და საჰაერო ხომალდებისთვის.

4. დროებით სამედიცინო საჰაერო ხომალდებს, რომლებიც დროის უკმარისობის ან მათი ტექნიკური მონაცემების გამო, ვერ აღინიშნებიან განმასხვავებელი ემბლემით, შეუძლიათ წინამდებარე თავში ნებადართული განმასხვავებელი სიგნალების გამოყენებ