1. ინგლისურ ენაზე რადიოსატელეფონო კავშირის უფლებამოსილების მისაღებად პირმა ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორთან უნდა გაიაროს სპეციფიკური სახმელეთო და საფრენოსნო შემოწმება. რადიოსატელეფონო კავშირის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული სწავლება ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მიერ უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №595 დადგენილებით დამტკიცებული „საავიაციო რადიოკავშირისა და ფრაზეოლოგიის გამოყენების წესის“ და ამ წესის დანართი №3-ის შესაბამისად შემუშავებული პროგრამის მიხედვით, შესაბამისი კლასის ზსხ-ის გათვალისწინებით.
2. შემოწმებისას, ზსხ-ის პილოტმა ფრენის დაგეგმვისა და მისი შესრულების განმავლობაში რადიოსატელეფონო კავშირის გამოყენებით უნდა განახორციელოს კომუნიკაცია.
3. ინგლისურ ენაზე რადიოსატელეფონო კავშირის უფლებამოსილება გაიცემა ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მიერ, ხოლო მოწმობაში შესაბამისი აღნიშვნა შეაქვს სააგენტო