1. საერთო თეორიული გამოცდის ჩატარებას, საგამოცდო კითხვების შედგენას და შესაბამისი საგამოცდო პროცედურების დადგენას ახორციელებს სააგენტო.

2. პირს, რომელიც გამოცდის განმავლობაში განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება სააგენტოს მიერ დადგენილ საგამოცდო პროცედურას, ეკრძალება სააგენტოს მიერ მომდევნო დანიშნულ საგამოცდო სესიაზე დასწრება. აღნიშნული ქმედების განმეორების შემთხვევაში პირს ეკრძალება მომდევნო ორ დანიშნულ საგამოცდო სესიაზე დასწრებ