1. უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების ან შესაბამისი უწყების მიერ გაცემული მოწმობით სააგენტოს მიერ აღრიცხულ ზსხ-ზე მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილებების გამოყენება შესაძლებელია სააგენტოს მიერ აღნიშნული მოწმობის და მასში განსაზღვრული უფლებამოსილების აღიარების შემდგომ.

2. უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული ზსხ-ის მოწმობის აღიარება ხორციელდება, შემდეგ შემთხვევაში:

ა) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე;

ბ) მოწმობის გამცემი სახელმწიფოს უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლება ან შესაბამისი უწყება ადმინისტრაციული წარმოების ვადაში დაადასტურებს წარმოდგენილი მოქმედი მოწმობის და მასში არსებული მონაცემების ნამდვილობას; და

გ) მოწმობის მფლობელი პირის მიერ სააგენტოში თეორიული გამოცდის გავლისას, რომელიც  შესაძლებელია ჩატარდეს ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

3. მოწმობის მფლობელი პილოტი უფლებამოსილია აღიარების თარიღიდან არაუმეტეს 24 თვის განმავლობაში განახორციელოს მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილებები, რომლის ვადაც იზღუდება მოწმობის გამცემი სახელმწიფოს მიერ გაცემული მოწმობის (კვალიფიკაციის) მოქმედების ვადით ან ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან შესაბამისი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადით, რომელიც უფრო ნაკლებია.

4. აღიარებას ექვემდებარება უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული მოწმობით მინიჭებული მხოლოდ ის უფლებამოსილებები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ წესი