1. პირი უფლებამოსილია დაიწყოს საფრენოსნო მომზადება ზსხ-ის პილოტის მოწმობის მიღების მიზნით, თუ ფლობს ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა).
2. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა) გაცემული უნდა იყოს ნევროლოგიური, ოფთალმოლოგიური, ოტორინოლარინგოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის, ენდოკრინოლოგიური (შაქრიანი დიაბეტი – ჰიპოგლიკემიის რისკი) და მამოძრავებელი სისტემების კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, რომელიც ასევე უნდა მოიცავდეს ფსიქოემოციურ მდგომარეობას და ანამნეზში ინფექციურ დაავადებებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული კვლევებით არ უნდა დგინდებოდეს მწვავე და ქრონიკული დეკომპენსირებული დაავადებები.
4. იმ შემთხვევაში, თუ პირი, მოწმობის მოქმედების პერიოდში, ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილებიდან გამომდინარე ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის პირობას, დაუშვებელია მის მიერ საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის რანგში ზსხ-ის ბორტზე მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილებების გამოყენება.
5. საფრენოსნო მომზადების დაწყების მიზნით, პირს შეუძლია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №IV-100/ა) ნაცვლად ფლობდეს I ან II კლასის მოქმედ სამედიცინო სერტიფიკატს.
შენიშვნა: I და II კლასის სამედიცინო სერტიფიკატი გაცემული უნდა იყოს ჩიკაგოს კონვენციის 1-ლი დანართის ან 2011 წლის 3 ნოემბრის ევროკავშირის რეგულაციის No 1178/2011 (Commission Regulation (EU) No 1178/2011) ANNEX IV (PART-MED)-ის პირობების ან სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 8 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასამედიცინო ცენტრის და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების, ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის“ შესაბამისად