1. პირი არ დაიშვება საფრენოსნო შემოწმებაზე, ვიდრე არ ჩააბარებს საერთო თეორიული საგნების გამოცდას და სპეციფიკურ სახმელეთო შემოწმებას (დანართი №2). საფრენოსნო შემოწმებაზე პირი უნდა წარადგინოს ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორმა ან ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის სერტიფიცირებულმა სდ-მ, რომელიც ადასტურებს, რომ პირს გააჩნია მოწმობის მიღებისთვის საჭირო თეორიული ცოდნა და საფრენოსნო გამოცდილება.

2. მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ პირი აკმაყოფილებს მის მისაღებად ამ წესით დადგენილ ყველა პირობა