ზსხ-ის პილოტი უფლებამოსილია მოწმობაში მიიღოს შემდეგი სპეციალური უფლებამოსილებები:
ა) რადიოსატელეფონო კავშირით სარგებლობის უფლებამოსილება – ზსხ-ის პილოტის მოწმობის მფლობელი უფლებამოსილია განახორციელოს რადიოსატელეფონო კავშირი ინგლისურ ენაზე ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორთან სპეციფიკური სახმელეთო და საფრენოსნო შემოწმების გავლის შემდეგ, რომელიც დასტურდება ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მიერ შესაბამისი დოკუმენტების გაცემით;
ბ) პლანერის ბუქსირების უფლებამოსილება – პლანერის ბუქსირების უფლებამოსილების მისაღებად ზსხ-ის პილოტს გავლილი უნდა ჰქონდეს შესაბამისი სწავლება, რომლის გავლა დასტურდება ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მიერ შესაბამისი დოკუმენტის გაცემით;
გ) მგზავრთან ერთად ფრენის უფლებამოსილება – მგზავრთან ერთად ფრენის უფლებამოსილების მისაღებად ზსხ-ის პილოტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 15 სთ ან მეტი დამოუკიდებლად ფრენის გამოცდილება, რომელიც საკმარისია მგზავრთან ერთად ფრენის უსაფრთხოდ განხორციელებისთვის. მგზავრთან ერთად ფრენის უფლებამოსილება გაიცემა ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორთან სპეციფიკური სახმელეთო და საფრენოსნო შემოწმების გავლის შემდეგ, რომელიც დასტურდება ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მიერ შესაბამისი დოკუმენტების გაცემის საფუძველზ