1. ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემისას, მოქმედების ვადის გაგრძელებისას, თეორიული გამოცდები ბარდება ამ წესების დანართი №3-ით გათვალისწინებულ საგნებში.
2. თეორიული გამოცდები ტარდება ტესტირების მეთოდით (სავარაუდო პასუხების ჩვენებით), ამასთან, გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ ავიასპეციალისტმა სწორად უპასუხა კითხვების 80 პროცენტს. შეფასება ხდება პრინციპით: „ჩააბარა“ – „ვერ ჩააბარა“.
3. თეორიული გამოცდები შეიძლება ჩატარდეს ზეპირი ან წერილობითი გამოცდის სახითაც (თუ ტესტირების ჩატარება შეუძლებელია). ამ შემთხვევაში, ცოდნის შეფასება ხდება პრინციპით: „იცის“ – „არ იცის“.
4. თუ ავიასპეციალისტმა თეორიული გამოცდები ვერ ჩააბარა, განმეორებით გამოცდაზე დაიშვება ტესტირებიდან არა უადრეს ორი კვირისა