1. ავიასპეციალისტი საკუთარი მოვალეობების შესასრულებლად დაიშვება, თუ:

ა) ის ფლობს ავიასპეციალისტის მოქმედ მოწმობას;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მან გაიარა თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული ჩვევების შემოწმება და თანამიმდევრული მომზადება.

2. მართვის ტექნიკას, აერნაოსნობასა და პრაქტიკულ მუშაობას ამოწმებს ინსტრუქტორი, სპეციალობისდა მიხედვით. ავიასაწარმოში ინსტრუქტორის არყოფნის შემთხვევაში, ავიასპეციალისტის წვრთნა და შემოწმება შეიძლება ჩაატაროს საქართველოს სხვა ავიასაწარმოს ან საქართველოს სახელმწიფო ავიაციის, ან იკაოს წევრ უცხო სახელმწიფოს ინსტრუქტორმა, რის თაობაზეც გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.

3. თეორიული ცოდნის შემოწმების შედეგები აისახება შეფასების ფურცელში, პრაქტიკული მუშაობის – შემოწმების ფურცელში. ეს ფურცლები (დანართი №3 და №4) ინახება ავიასპეციალისტის სამუშაო ადგილზე.

4. მოწმობის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად (ოსტატობის დასადასტურებლად), თეორიული ცოდნის შემოწმებას ახორციელებს სააგენტო.

5. მოწმობის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად ჩატარებული მართვის ტექნიკის, აერნაოსნობისა და პრაქტიკული მუშაობის შემოწმება შეიძლება სხვა სახეობის შემოწმებასთან შეთავსდეს.

6. ავიასპეციალისტის ოსტატობის დამადასტურებელი შეფასება და ახალ საავიაციო ტექნიკაზე გადასწავლებისას მიღებული შეფასება მოქმედია ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე:

ა) ავიასპეციალისტმა უნდა გაიაროს ტიპზე საფრენოსნო პრაქტიკული ან საწაფზე შემოწმება;

ა.ა) თუ საფრენოსნო პრაქტიკული ან საწაფზე შემოწმება გაიარა ოსტატობის ვადის გასვლამდე ბოლო 3 თვის განმავლობაში, მოქმედება უგრძელდება ოსტატობის დამადასტურებელი შეფასების მოქმედების ვადის გასვლიდან ერთი წლის განმავლობაში;

ა.ბ) თუ საფრენოსნო პრაქტიკული ან საწაფზე შემოწმება ოსტატობის ვადის გასვლის შემდეგ გაიარა, მოქმედების ვადა იწერება შემოწმების გავლის დღიდან ერთი წლის განმავლობაში.

7. მართვის ტექნიკაში, აერნაოსნობაში და პრაქტიკულ მუშაობაში უარყოფითი შეფასების მიღებისას, ავიასპეციალისტს შეიძლება დაენიშნოს დამატებითი წვრთნა, შემდგომი შემოწმებით, რომელთა ოდენობას განსაზღვრავს ავიასაწარმო.

8. ავიასპეციალისტი, რომელიც თეორიულ საგნებში, მართვის ტექნიკაში, აერნაოსნობაში და პრაქტიკულ მუშაობაში უარყოფით შეფასებას მიიღებს, სამუშაოდ არ დაიშვება.

9. გამომცდელმა პრაქტიკული მუშაობის შემოწმება შეიძლება შეწყვიტოს ნებისმიერ დროს, როცა ავიასპეციალისტი შემოწმების ერთ ელემენტს მაინც ვერ აბარებს, ან ამინდის პირობების გაუარესების, სხ-ის საფრენად ვარგისობის მდგომარეობის, ან ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სხვა მოსაზრებების გამო.

10. თუ პრაქტიკული მუშაობის შემოწმება ავიასპეციალისტისაგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო შეწყდა, მას ჩაეთვლება ის ელემენტები, რომლებიც წარმატებით ჩააბარა, იმ პირობით, რომ ავიასპეციალისტი დარჩენილ ელემენტებს შემოწმების შეწყვეტიდან 60 დღის განმავლობაში ჩააბარებს. ამ ვადის გასვლის შემდეგ, ავიასპეციალისტი ვალდებულია პრაქტიკული მუშაობის შემოწმება ხელახლა სრულად გაიაროს.

11. საერთაშორისო რეისებზე დაკავებული საფრენოსნო ეკიპაჟის წევრს უნდა ჰქონდეს საერთაშორისო სანავიგაციო კრებულებით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთი (ბორტინჟინრის გარდა) და ინგლისურის ენის ცოდნის არანაკლებ მე-4 დონის (იკაოს შეფასებათა სკალის მიხედვით) დამადასტურებელი საბუთ