1. ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატი გაიცემა ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელზე და ავიასპეციალისტის მოწმობის მიღების კანდიდატზე, სპეციალობის მიხედვით.
2. ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატი იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატი;
ბ) მეორე კლასის სამედიცინო სერტიფიკატი;
გ) მესამე კლასის სამედიცინო სერტიფიკატი;
დ) ბორტგამყოლის სამედიცინო სერტიფიკატი.
3. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატი გაიცემა:
ა) ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტზე;
ბ) კომერციულ პილოტზე;
გ) მრავალწევრიანი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის პილოტზე;
დ) აერნაოსანზე.
4. მეორე კლასის სამედიცინო სერტიფიკატი გაიცემა:
ა) მოყვარულ პილოტზე;
ბ) პლანერის პილოტზე;
გ) თავისუფალი აეროსტატის პილოტზე;
დ) ბორტრადისტზე;
ე) ბორტინჟინერზე.
5. მესამე კლასის სამედიცინო სერტიფიკატი გაიცემა საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეზე და მეთვალყურე-შეგირდზე.
6. ბორტგამყოლზე გაიცემა ბორტგამყოლის სამედიცინო სერტიფიკატი.
7. პილოტ კურსანტს არა აქვს დამოუკიდებლად ფრენის უფლება ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის გარეშე, რომელსაც ის იღებს არჩეული სპეციალობის კლასის მიხედვით.
8. ავიასპეციალისტს შეიძლება მიეცეს ამ წესის საფუძველზე გაცემული მხოლოდ ერთი სამედიცინო სერტიფიკატი, თითოეულ კლასზე.
9. ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სერტიფიკატის მფლობელის სახელსა და გვარს;
ბ) დაბადების თარიღს;
გ) მოქალაქეობას;
დ) სამედიცინო სერტიფიკატის კლასს;
ე) სერტიფიკატის ნომერს;
ვ) სერტიფიკატის მფლობელის ხელმოწერას;
ზ) შეზღუდვებს;
თ) გაცემის თარიღსა და მოქმედების ვადას;
ი) სამედიცინო შემოწმების თარიღს;
კ) ბოლო კარდიოგრამის თარიღს;
ლ) ბოლო აუდიოგრამის თარიღს;
მ) გამცემის ხელმოწერას;
ნ) გამცემის ბეჭედს.
10. ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატი ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
11. ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის ფორმა განსაზღვრულია ამ წესის №6 დანართით