1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე შემდეგ შემთხვევებში:
ა) სერტიფიკატის მფლობელი ვეღარ აკმაყოფილებს სერტიფიკატის გაცემისათვის ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) საინსპექციო შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევები არ იქნა გამოსწორებული სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში;
გ) მოითხოვს სერტიფიკატის მფლობელი;
დ) სერტიფიკატის მფლობელი ვერ უზრუნველყოფს სამედიცინო ჩანაწერების შენახვას;
ე) სერტიფიკატის მფლობელმა სააგენტოში წარადგინა არასწორი ინფორმაცია;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
2. სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილება ეგზავნება ავიასამედიცინო ექსპერტს. გადაწყვეტილებაში კონკრეტულად და დეტალურად უნდა იყოს მითითებული დარღვევის სახე და მისი გამოსწორების ვადა.
3. სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება იმ დრომდე, ვიდრე სრულად არ გამოსწორდება დარღვევა, მაგრამ შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) თვისა.
4. ნაკლოვანებ(ებ)ის აღმოფხვრის თაობაზე სერტიფიკატის მფლობელი წერილობით აცნობებს სააგენტოს, რომელიც შეტყობინების მიღებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში ატარებს ავიასამედიცინო ექსპერტის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმებას. სერტიფიკატის მოქმედების ვადა აღდგება, თუ სააგენტო დარწმუნდება ნაკლოვანებ(ებ)ის სრულად გამოსწორებაში.
5. სერტიფიკატის გაუქმება ნიშნავს სერტიფიკატის გაცემის თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას.
6. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაუქმების თაობაზე, შემდეგ შემთხვევებში:
ა) სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ, სრულად არ არის აღმოფხვრილი შეჩერების საფუძველი;
ბ) სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნისას;
გ) სააგენტოში არასწორი ინფორმაციის წარდგენისას;
დ) სააგენტოში ყალბი საბუთების წარდგენისას;
ე) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმებისას;
ვ) ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემის შესახებ ინფორმაციის განზრახ წარმოუდგენლობისას;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლის არსებობისას.
7. სააგენტოს მიერ სერტიფიკატის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, განმცხადებელს უფლება არა აქვს განმეორებით მიმართოს სააგენტოს სერტიფიკატის გაცემის მოთხოვნით, სერტიფიკატის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის