1. ავიასამედიცინო ცენტრის მიერ დაგეგმილი ცვლილება (ცვლილებები), რომელიც გავლენას ახდენს ავიასამედიცინო ცენტრის მართვის სისტემის ნებისმიერ ელემენტზე, საჭიროებს სააგენტოსთან შეთანხმებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებების გარდა, სხვა სახის ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ავიასამედიცინო ცენტრი სააგენტოს აწვდის ინფორმაციას.
3. ცვლილების განხორციელებამდე, ავიასამედიცინო ცენტრმა სააგენტოს წერილობით უნდა აცნობოს ცვლილების განხორციელების თაობაზე და წარუდგინოს ცვლილებასთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტი.
4. ცვლილება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სააგენტოს წერილობითი თანხმობის შემდეგ.
5. ცვლილების შეთანხმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება სააგენტოში ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის შესაბამისად, ამ წესის დებულებების გათვალისწინებით.
6. გადაწყვეტილება ცვლილების შეთანხმების ან შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება განცხადების წარდგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
7. სააგენტოს გადაწყვეტილება წერილობით ეცნობება ავიასამედიცინო ცენტრს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 (სამი) დღის ვადაშ