1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ავიასამედიცინო ცენტრის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე შემდეგ შემთხვევებში:

ა) სერტიფიკატის მფლობელი ვეღარ აკმაყოფილებს სერტიფიკატის გაცემისათვის ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) საინსპექციო შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევები არ იქნა გამოსწორებული სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში;

გ) მოითხოვს სერტიფიკატის მფლობელი;

დ) ავიასამედიცინო ცენტრის მიერ, ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატი გაცემულია ამ წესის მოთხოვნების დარღვევით;

ე) სერტიფიკატის მფლობელის მიერ სააგენტოში არასწორი ინფორმაციის წარდგენისას;

ვ) სერტიფიკატის მფლობელი ვერ უზრუნველყოფს სამედიცინო ჩანაწერების კონფიდენციალურობას;

ზ) სერტიფიკატის მფლობელი ვერ უზრუნველყოფს სააგენტოს ზედამხედველობის უზრუნველსაყოფად საჭირო სამედიცინო და სტატისტიკური მონაცემებით.

თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილება ეგზავნება ავიასამედიცინო ცენტრს. გადაწყვეტილებაში კონკრეტულად და დეტალურად უნდა იყოს მითითებული დარღვევის სახე და მისი გამოსწორების ვადა.

3. სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება იმ დრომდე, ვიდრე სრულად არ გამოსწორდება დარღვევა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უმეტეს 3 (სამი) თვისა.

4. ნაკლოვანებების აღმოფხვრის თაობაზე სერტიფიკატის მფლობელი წერილობით აცნობებს სააგენტოს, რომელიც შეტყობინების მიღებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში ატარებს საინსპექციო შემოწმებას. სერტიფიკატის მოქმედების ვადა აღდგება, თუ სააგენტო დარწმუნდება ნაკლოვანებების სრულად გამოსწორებაში.

5. სერტიფიკატის გაუქმება ნიშნავს სერტიფიკატის გაცემის თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას.

6. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაუქმების თაობაზე, შემდეგ შემთხვევებში:

ა) სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ სრულად არ არის აღმოფხვრილი შეჩერების საფუძველი;

ბ) სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნისას;

გ) სააგენტოში არასწორი ინფორმაციის წარდგენისას;

დ) სააგენტოში ყალბი საბუთების წარდგენისას;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლის არსებობისას.

7. სააგენტოს მიერ სერტიფიკატის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ავიასამედიცინო ცენტრს უფლება არა აქვს განმეორებით მიმართოს სააგენტოს სერტიფიკატის გაცემის მოთხოვნით, სერტიფიკატის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის