1. სააგენტო ახორციელებს განმცხადებლის ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმებას.
2. ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმებისა და შეფასების მასალები აისახება დასკვნაში, რომელიც შეიძლება იყოს:
ა) დადებითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს;
ბ) უარყოფითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა არ შეესაბამება ამ წესის მოთხოვნებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სააგენტო ატყობინებს განმცხადებელს უარყოფითი დასკვნის კონკრეტულ მიზეზებს და სთავაზობს იმ დამატებითი ღონისძიებების გატარებას, რომელიც აუცილებელია ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად და დადებითი დასკვნის მისაღებად. თუ განმცხადებელი, ვერ უზრუნველყოფს ნაკლოვანებების აღმოფხვრას, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახე