1. სააგენტო ვალდებულია, დანიშნოს ავიასამედიცინო შემფასებელი ამ წესით გათვალისწინებული ფუნქციების განსახორციელებლად.
2. ავიასამედიცინო შემფასებლად ინიშნება უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი, რომელიც ფლობს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო სერტიფიკატს და მინიჭებული აქვს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის კვალიფიკაცია.
3. ავიასამედიცინო შემფასებელი:
ა) ახორცილებს ზედამხედველობას ავიასამედიცინო ცენტრის და ავიასამედიცინო ექსპერტების საქმიანობაზე;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კონსულტაციას უწევს ავიასამედიცინო ცენტრს და ავიასამედიცინო ექსპერტებს;
გ) ამოწმებს სააგენტოში შემოსულ სამედიცინო ჩანაწერებსა და ინფორმაციას;
დ) ვალდებულია დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) უზრუნველყოფს ავიასამედიცინო ცენტრისთვის და ავიასამედიცინო ექსპერტებისათვის საავიაციო მედიცინის ბაზისური, შემდგომი და განმეორებითი სწავლების კურსების ჩატარებას;
ვ) ახორციელებს სამედიცინო საკითხებთან დაკავშირებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. ავიასამედიცინო შემფასებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსაზღვრულია სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 27 ივლისის №135 ბრძანებით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ