1. „ავიასამედიცინო ცენტრის და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების, ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის“ (შემდგომ – წესი) მიზანია სამოქალაქო ავიაციის სფეროში, ავიასპეციალისტთა უსაფრთხო და ეფექტური საქმიანობის განხორციელება და ფრენის უსაფრთხოების გაუმჯობესება, ავიასპეციალისტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის ნორმების დადგენის, ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების, ავიასამედიცინო ცენტრისა და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების გზით.
2. წესის მოქმედება ვრცელდება:
ა) პილოტზე, პილოტ-კურსანტზე, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეზე, მეთვალყურე-შეგირდზე, ბორტინჟინერზე, აერნაოსანზე, ბორტრადისტზე, ბორტგამყოლზე;
ბ) ავიასამედიცინო ცენტრზე;
გ) ავიასამედიცინო ექსპერტზე.
3. ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).
4. ამ წესის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით